ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში წელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სასწავლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2025 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
განათლების სამინისტროს მიერ, 5 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციას
ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
უზრუნველყოფენ.
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო