GE

„ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ კლინიკებში ორჯერ მეტი ბავშვი ხვდება – ახალი შტამის სიმპტომები ბავშვებში

კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ დაავადებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში კატასტროფულად იზრდება და იზრდება ასევე ბავშვთა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. როგორც ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ, ამ დღეებში ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 20 ათასს მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“, სხვა შტამებთან შედარებით, მსუბუქად მიმდინარეობს, პედიატრიულ განყოფილებებში ბავშვთა მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი საუბრობს, რომლის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საავადმყოფომ სხვა დღეებთან შედარებით, ორჯერ მეტი, 30 პაციენტი მიიღო. კლინიკაში კი სულ კორონავირუსით დაავადებული 116 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება სიმპტომებს, რომლებიც პატარებს „ომიკრონის“ შეხვედრის შემდეგ აღენიშნებათ, რეხვიაშვილის ინფორმაციით, გახლავთ ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული მოვლენები, წამყვან სომპტომად რჩება მაღალი ცხელება იმ პაციენტებთან, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, თუმცა უფრო მეტად გამოხატულია გულის რევა-ღებინების მოვლენები და მუცლის ტკივილი.

მიუხედავად შემთხვევების მატებისა, სპეციალისტები სიკვდილიანობის მომატებას კი არა, შემცირებას ელოდებიან, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ქვეყანაში მობილიზებული იქნება როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ისე ჰოსპიტალური სექტორი.

მეექვსე ტალღის პიკს საქართველოში იანვრის ბოლოს ელოდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში სულ 5567 ადამიანი დაინფიცირდა და 36 გარდაცვალა.

ასევე იხილეთ:

მეორე სემესტრში დისტანციური სწავლება ისევ ათასობით მოსწავლემ მოითხოვა – მონაცემები

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური