„ონლაინ გაკვეთილები ბავშვისთვის იმდენად ზიანის მომტანი ვერ იქნება, რამდენადაც აგრესიაზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაშები“ – პედიატრი
პანდემიის გამო სწავლა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, პროგნოზი კი, თუ როდის შეძლებენ ბავშვები სრულფასოვნად დაუბრუნდნენ სკოლებს, ჯერჯერობით არაკეთილსაიმედოა. შესაბამისად, მშობლებიც სულ უფრო მეტად გამოხატავენ შფოთვას იმის გამო, რომ მათ შვილებს ეკრანებთან დიდი დროის გატარება უწევთ.
ამ დროის განმავლობაში მედიკოსებისგან და სპეციალისტებისგან ისმის უამრავი რჩევა, თუ როგორ ვმართოთ შვილების ეკრანთან ურთიერთობა სანამ სწავლა ონლაინ რეჟიმში გრძელდება.
პედიატრი თემურ მიქელაძე მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლება და ონლაინ გაკვეთილები იმდენად მავნე ზემოქმედების მომხდენი ვერ იქნება ბავშვზე, რამდენადაც აგრესიაზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაშები, განსაკუთრებით ღამის საათებში.
„ონლაინ სწავლება და ონლაინ გაკვეთილები ისეთ მავნე ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვზე, როგორც მის მიღმა სხვა, აგრესიაზე გადაწყობილი თამაშები, ზოგ შემთხვევაში სპეციფიკური ე.წ. ხმაურიანი თამაშები. სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიატრიული დარღვევები, ბავშვები კარჩაკეტილები ხდებიან, აწუხებთ უძილობა, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და დაღლილობა. აი ეს არის პრობლემა იმ მავნე ზემოქმედების განსაკუთრებით ჩაბნელებულ ოთახში და ღამის საათებში. როცა ბავშვი არის გაჯეტდამოკიდებული, ეკრანდამოკიდებული და ტელეფონდამოკიდებული, ამ ელექტრონული გამოსხივებით შეიძლება გამოვიწვიოთ მელატონინის სინთეზის დაქვეითება. აქედან გამომდინარე, დილით შეიძლება ბავშვი იყოს გამოუძინებელი, დასწავლის პრობლემები წამოვიდეს, ან ონლაინ გაკვეთილებზე, ან სკოლაში წასვლის დროს იყოს მაქსიმალურად ყურადღებაგაფანტული. ამიტომ, მთავარია მშობლის ჩართულობა, რითაც მაქსიმალურად თავიდან ავიცილებთ ამ პრობლემებს“, – აცხადებს თემურ მიქელაძე.
ასევე იხილეთ:
რისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო მოზარდების მშობლებს
როგორ დავიცვათ ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება – შსს მშობლებს რეკომენდაციას აძლევს
- როცა შვილი სასურველ სკოლაში დავარეგისტრირე – „დედა, ახლა ხომ წავალთ მთაწმინდაზე სასეირნოდ?!“ by ARIS.GE-განათლება
- „შვილებზე დაკვირვებით ვიზრდებით, როგორც მშობლები“ – თიკა ფაცაცია by მშობელი მშობელს
- რატომ უსვამს ციყვი ნიჩაბს და რატომ კითხულობს წიგნს კალმახი? – ჟურნალისტი და პირველკლასელი by განათლებული ბლოგი