ონლაინ რევოლუცია განათლების სისტემაში
ენდრიუ სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლის და მის კურსზე ყოველწლიურად, დაახლოებით 400-მდე სტუდენტი ირიცხება. როდესაც მან გადაწყვიტა რომ ეს კურსი ონლაინ სივრცეში გაეკეთებინა სტუდენტა რიცხვი 100 000 -მდე გაიზარდა. ენდრიუს რომ მოენდომებინა ამდენივე ადამიანისათვის ლექცია აუდიტორიაში ჩაეტარებინა მას სულ რაღაც 250 წლამდე დასჭირდებოდა.
სწორედ ასე შექმნეს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ენდრიუ იანტაკნგმა და დაფნე კოლერმა, Coursera, ყველაზე დიდი ონლაინ სასწავლო პორტალი, რომელსაც 45 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. მათი მიზანი იყო უფრო მეტი ადამიანისათვის მიეცათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
ხელოვნური ინტელექტის შექმნამ და ონლაინ კურსების პოპულარობამ არაერთი კითხვა გააჩინა მათ შორის განათლების მომავლის შესახებ. ფაქტია, ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ახალი შესაძლებლობები მოგვცა. განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მსოფლიოს ნებისმირი კუთხიდან შეგვიძლია ვისწავლოთ ის, რაც გვსურს, თანაც სრულიად უფასოდ. ჩვენ მიერ შერჩეული კურსი კი შეიძლება ჰარვარდის ან ოქსფორდის უნივერსიტეტების ლექტორების მიერ იყოს შედგენილი.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ონლაინ სწავლებას არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. პირველად ტერმინი MOOC (Massive open online courses ) რაც მასიურ ღია ონლაინ კურსებს ნიშნავს 2008 წელს დამკვიდრდა ,როდესაც ჯორჯ სიმენსმა და სტეფან დაუნმა საუნივერსიტეტო კრედიტის მისაღებად 25 სტუდენტისათვის ონლაინ კურსი შექმნეს. თუმცა, ამ კურსს დამატებით 2300 სტუდენტი შეუერთდა.
2011 წელს, სებასტიან ტრუნმა და მისმა კოლეგამ სტენფორდის უნივერსიტეტიდან, გახსნეს ონლაინ კურსი სახელწოდებით „შესავალი ხელოვნურ ინტელექტში“ რომელსაც 190 ქვეყნის 160000 ინტერნეტ მომხმარებელი შეუერთდა. შემდეგი რვა წლის განმავლობაში ათასობით მომხმარებელი მილიონამდე გაიზარდა.
2019 წლის მონაცემებით, MOOC-ს 110 მილიონი მომხმარებელი იყენებს. ამასთან, მხოლოდ 2019 წელს 2500- ზე მეტი ახალი კურსი შეიქმნა და 11- მდე სადიპლომო ხარისხი.
წარმოგიდგინეთ 2019 წლის ყველაზე პოპულარულ სასწავლო პლატფორმებს:
Coursera 45 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი
კურს სერაზე შეგიძლიათ 190-ზე მეტი მსოფლიო დონის უნივერსიტეტებიდან და კომპანიებიდან შემოთავაზებულ ონლაინ კურსებს შეუერთდეთ, დაეუფლოთ ონლაინ ხარისხს და მიიღოთ თქვენი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
edX 24 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი
edX 2012 წელს დაარსდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ, როგორც არაკომერციული ონლაინ ინიციატივა. დღესდღეობით, 24 მილიონ მომხარებელს შეუძლია ჩაერთოს ინტერაქტიულ ონლაინ კლასებში და მიიღოს განათლება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული კურსებიდან. პორტალი ბევრ საინტერესო თემას ფარავს, მათ შორის: ბიოლოგია, ბიზნესი, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ფინანსები, ელექტრონიკა, ინჟინერია, კვების ტექნოლოგია, ისტორია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, ლიტერატურა, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, მეცნიერება, სტატისტიკა და სხვა.
ამ ყველაფრის შესწავლას პორტალზე სრულიად უფასოდ შეძლებთ.
Udacity – 11.5 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი
Udacity შეიქმნა 2011 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში. პლატფორმაზე 200 მდე კურსი შეგიძლიათ ისწავლოთ სერტიფიკატის მიღების გარეშე. როგორც სტუდენტი, თქვენ საშუალება გაქვთ დახმარებისათვის მიმართოთ პერსონალურ მენტორს, რომელიც გაგესაუბრებათ, მოგცემთ მითითებებს და თვალყურს ადევნებს თქვენი სწავლის პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დასრულებისას სერტიფიკატს ვერ აიღებთ, პლატფორმა გაცილებით მეტს გთავაზობთ. მენტორის დახმარება, პროექტები, დავალებები და ქვიზები, რომელსაც სწავლის პროცესში იყენებთ თქვენი ცოდნის გაუმჯობესებას ემსახურება.
FutureLearn 10 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი
2012 წელს, 12 ბრიტანული უნივერსიტეტი შეუერთდა ღია უნივერსიტეტს, რათა ერთად შეექმნათ მასიური ღია ონლაინ პლატფორმა FutureLearn, რომელსაც 2019 წლის მონაცემებით 10 მილიონამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს.
Swayam 10 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი
Swayam – შეიქმნა ინდოეთში. პლატფორმაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ინდოეთის 135 უნივერსიტეტის 1300 ლექტორის მიერ შედგენილ 1,150 კურსზე მეტს კურსს.
ჩვენ მხოლოდ ყველაზე პოპულარული გვერდები გაგაცანით, ინტერნეტში თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მრავალი პლატფორმის მოძიება შეგიძლიათ. არსებობს მხოლოდ ენის შესასწავლი პლატფორმები ან კურსები ბავშვებისათვის. როგორც ვხედავთ, მილიონობით ადამიანი იყენებს ონლაინ სივრცეს განათლების მისაღებად. ახლა კი შევეცდები რამდენიმე ფაქტორზე გესაუბროთ რომელიც MOOC-ის პოპულარობას განაპირობებს.
ხელმისაწვდომი განათლება დროსა და სივრცე ში
თუ კი თქვენ სრული განაკვეთით მუშაობთ და სწავლის გაგრძელება გინდათ, ან უბრალოდ დამატებითი უნარ- ჩვევების განვითარება გსურთ, შეიძლება თავი შეიკავოთ, რადგან ძნელია იპოვოთ თქვენს პირად დროზე მორგებული უნივერსიტეტი ან სასწავლო ცენტრი. ონლაინ განათლება ამ პრობლემას მარტივად წყვეტს. შეგიძლიათ ისწავლოთ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს, მათ შორის, საცობში ან უბრალოდ ბუნებაში გახვიდეთ და სუფთა ჰაერზე შეისწავლოთ თქვენთვის სასურველი საგანი.
ინდივიდზე მორგებული სწავლება
ლექციაზე, ალბათ, ხშირად დაგიკარგავთ დრო იმ თემების განხილვით, რომელიც არ გაინტერესებდათ. ონლაინ ლექციები თქვენზეა მორგებული, მხოლოდ თქვენ წყვეტთ რა და როდის უნდა გააკეთოთ ან რამდენი უნდა ისწავლოთ. მრავალი კრიტიკოსი საუბრობს, რომ ონლაინ სწავლება არაეფექტურია, რადგან ის კომუნიკაციას არ უწყობს ხელს, მაგრამ თუ კი თქვენ სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაც გინდათ, შეგიძლიათ შესაბამისი კურსები მოძებნოთ. სასწავლო კურსები თავიდანვე აცნობს მომხმარებელს თუ რა უნარების განვითარებას შეძლებს მოცემული კურსით. ზოგიერთ შემთხვევაში პირობებიც კი უნდა დააკმაყოფილოთ. მაგალითად, თუ სერტიფიკატის აღება გინდათ, ერთ-ერთი სავალდებულო პუნქტია შექმნათ ჯგუფი ან უბრალოდ გქონდეთ კომუნიკაცია კურსის სხვა მომხმარებლებთან.
დაბალი ფასები
1985 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი განათლების მიღების საფასური 559 პროცენტით არის გაზრდილი, რის გამოც სტუდენტებს მილიონობით ვალი დაუგროვდათ. მაშინ როდესაც, თქვენ შეგიძლიათ ათასობით უფასო კურსი ნახოთ ონლაინ სივრცეში. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხის დაუფლება გინდათ რომელიმე უნივერსიტეტში, ამასაც მარტივად შეძლებთ ონლაინ და გაცილებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ამას უნივერსიტეტში გააკეთებდით. მაგალითად, პორტალზე Coursera ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხს ონლაინ 22 ათას დოლარად შეისწავლეთ, რაც კამპუსში სწავლებისას 82 ათას დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს. აქედან ნახევარი საცხოვრებლის ხარჯს ეთმობა. გაითვალისწინეთ მგზავრობის და კვების ხარჯები, რაც სხვა ქვეყანაში თქვენს ხარჯს უფრო ზრდის.
ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, ბევრი ნაკლი აქვს. თუმცა, როგორც ვნახეთ სარგებელი რომელიც მას მოაქვს საკმაოდ დიდია. დრო, ფული და ინდივიდზე მორგებული სასწავლო გარემო სწორედ ამ ფაქტორების სიაშია.
გარდა ამ ფაქტორებისა, არსებობს კვლევები რომლებიც ონლაინ განათლების ეფექტურობაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ.
ტრანსნაციონალური კორპორაცია „IBM“- ის კვლევის თანახმად, მათ კომპანიაში ონლაინ პროგრამის განხორციელების შემდეგ, მონაწილეებმა თითქმის ხუთჯერ მეტი მასალა ისწავლეს, ვიდრე ტრენინგის დროს. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ამერიკელი სტუდენტების 80% -ს შეუძლია გააუმჯობესოს მათი აკადემიური მოსწრება ონლაინ პლატფორმების დახმარებით.
არაერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ ონლაინ პლატფორმები მალე უნივერსიტეტს ჩაანაცვლებს. თუმცა, ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორი იქნება მომავლის განათლება. არ ვიცით, გაქრებიან თუ არა უნივერსიტეტები, შეიძლება ახალი სერვისებიც კი გაჩნდეს, რომელიც მოცემულ პლატფორმებს შეცვლის. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ჩვენს ხელთ უმარავი ინტელექტუალური რესურსია, რომლის გამოყენებაც უმარტივესად შეგვიძლია.
მოამზადა ანა ღვინიაშვილმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება