GE

„ორბელიანის აკადემია“ განაგრძობს მოსწავლეთა მხარდაჭერას

დღესდღეობით, სკოლის მოსწავლეებში, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს არაფორმალური განათლება და მისდამი ინტერესი მზარდია.

არაფორმალური განათლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ სკოლის გარე აქტივობებით, ისწავლონ, შეიძინონ და განავითარონ ახალი უნარ-ჩვევები და ამასთან, მოემზადონ ისეთი გამოწვევისთვის, რასაც სტუდენტობა ჰქვია.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ორბელიანის აკადემია“, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე 2017 წელს შეიქმნა და საქართველოს მასშტაბით ათასობით სკოლის მოსწავლეს აერთიანებს.

როდესაც, ვსაუბრობთ სკოლის მოსწავლეებზე და მათ განვითარებაზე, აუცილებელია ვახსენოთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და „ორბელიანის აკადემიის“ მთვარი ღირებულებები, რომელიც საქმიანობის ძირითად ფუნდამენტს წარმოადგენს: თავისუფლება, თანასწორობა, თანაგრძნობა, მრავალფეროვნება, შემოქმედებითობა, ხარისხზე ორიენტირი, გამჭირვალობა, ნდობა და ინკლუზიურობა.

„ორბელიანის აკადემიის“ მიზანია ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყველა მოსწავლისთვის, თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი პროექტები, როგორიცაა:

  • პროფესიული ორიენტაცია – სამართლის, ბიზნესის, ტურიზმის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და თეოლოგიის მიმართულებით;
  • კარიერის დაგეგმვა, პროექტების წერა;
  • საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, გაცვლითი პროგრამები;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი;
  • დებატების ჩემპიონატი;
  • ესეების კონკურსი;
  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციები;
  • საზაფხულო ბანაკი;
  • ოლიმპიადები.

„ორბელიანის აკადემიის“ საქმიანობაში ჩართულები არიან, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრაქტიკოსი და პროფესიონალი ლექტორები, დარგის წამყვანი სპეციალისტები და სტუდენტები, რომლებსაც აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების გამოცდილება აქვთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური