პარლამენტის განათლების კომიტეტის შემადგენლობა განახლდა – წევრების სია და განათლება

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა განახლდა.
იხილეთ: წევრების ფოტო
კომიტეტის ყველაზე ახალი და ახალგაზრდა წევრია ლიკა შარტავა, რომელიც პარლამენტის წევრი პარტიული სიით არის.
ლიკა შარტავა
განათლება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა: სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა.
დაბადების თარიღი: 29 ივნისი 1999.
სამუშაო გამოცდილება
2024 – 2024 საქართველოს ეროვნული ბანკი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; 2021 – 2024 შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; 2019 – 2019 საქართველოს გენერალური პროკურატურა, პრაქტიკანტი საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის სამსახურში; 2019 – 2019 ფინანსთა სამინისტროს აკადემია, პრაქტიკანტი პროგრამების მართვის სამსახურში სასწავლო პროცესების კოორდინატორის მიმართულებით.
გიორგი ჩაკვეტაძე (პირველი მოადგილე)
განათლება
2016 წელი, კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართლის ბაკალავრი;
2017 წელი, გლაზგოს უნივერსიტეტი სპეციალობა: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება
2017 – 2023 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე; 2016 – დღემდე მ.გ.პ. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2016 – 2016 საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი.
გიორგი სოსიაშვილი (მოადგილე)
განათლება
1999 წელი, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობა: ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია.
სამუშაო გამოცდილება
2019 – 2023 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2019 – 2019 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2016 – დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2012 – დღემდე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2011 – 2019 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2010 – 2010 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 – 2012 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006 – 2010 გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი; 2006 – 2006 ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2002 – 2002 ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2001 – 2001 ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლაბორანტი, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 2000 – 2001 სოფელ დიცის საჯარო სკოლის პედაგოგი; 2000 – 2000 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მრავალდარგობრივი კოლეჯის ლექტორი; 1996 – 1998 გორის მერიის გაზეთ “გორის მოამბის” კორესპონდენტი.
ვლადიმერ კახაძე
განათლება
1978 წელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობა: სამკურნალო საქმე
სამუშაო გამოცდილება
2015 – 2019 კლინიკა „მზერის“ ექიმი რადიოლოგი; 2012 – 2015 შპს „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ ექიმი რადიოლოგი; 2006 – 2013 სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ექიმი ექოსკოპისტი; 2002 – 2006 შპს „ლაფორტუნადოს“ კონსულტანტი; 1998 – 2002 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 1993 – 1998 შპს სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნადოს“ პრეზიდენტი; 1992 – 1993 კოოპერატივის „ოჯახი და ჯანმრთელობა“ ექიმი ექოსკოპისტი; 1988 – 1992 რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ექოსკოპისტი; 1987 – 1988 ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე; 1982 – 1987 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1979 – 1981 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1972 – 1979 თბილისიდ N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინტერნი; 1971 – 1972 თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის სანიტარი.
ვლადიმერ ბოჟაძე
განათლება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სპეციალობა მითითებული არ არის)
სამუშაო გამოცდილება
2021 – 2024 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
2015 – 2023 საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
იმედა ნიკურაძე
განათლება
2001 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამრეწველო პროდუქციის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ხარისხის მართვა;
1999 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში;
2001 წელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართალმცოდნე.
სამუშაო გამოცდილება
2017 – 2024 ააიპ “თბილისის განვითარების ფონდი”, დირექტორის მოადგილე; 2016 – 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის არქუტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2015 – 2016 შპს “ელიტა ბურჯი”, ადმინისტრაციის უფროსი; 2012 – 2015 შპს “ელიტა ბურჯი”, იურისტი; 2011 – 2012 გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის”, იურისტი; 2007 – 2010 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “რამიშვილი და პარტნიურები”, დირექტორი; 2006 – 2016 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალობით; 2002 – 2004 შპს “საქართველოს რკინიგზის” ფილიალი საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი – ლექტორი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ნინო წილოსანი
განათლება
2003 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
2005 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.
სამუშაო გამოცდილება
2012 – 2016 ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი; 2008 – 2016 სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008 – 2012 შპს ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური კონსულტანტი; 2007 – 2008 სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხელფასის გან-ის უფროსი; 2004 – 2007 სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მთავარი ბუღალტერიის გან-ის ბუღალტერი.
გივი მიქანაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
განათლება
1999 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართალმცოდნეობა;
2009 წული, ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) სპეციალობა: სამართლის მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
2023 წლიდან – დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2016 – 2018 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2016 – 2018 სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი; 2015 – 2016 ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი; 2013 – 2015 ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი; 2013 – 2017 აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 – 2015 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2010 – 2013 ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი; 2009 – 2010 გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“; 2009 – 2009 თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილე 2005 – 2008 იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ პროექტის დირექტორი; 2004 – 2005 ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში; 2003 – 2004 კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათებლო ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე; 2001 – 2002 შსს აკადემია მოწვეული ლექტორი; 2001 – 2003 კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე; 2000 – 2001 გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი; 2000 – 2002 საჯარო სკოლა „ბალავარი“ პედაგოგი; 1999 – 2000 სახალხო დამცველის აპარატი, ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი, რეფერენტ-იურიკონსულტი; 1999 – 1999 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი; 1998 – 1999 კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“ დირექტორი; 1997 – 1999 გრ.ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელი.
გივი მიქანაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე იკავებდა.
-
„ა, კიდო შეგვაქანა!“ – აბიტურიენტების რეაქციები გამოცდების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
XII კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო – დოკუმენტების სია და ვადები by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
მასწავლებელთა მხრიდან გენდერული მიკერძოება და სტერეოტიპები იკვეთება – რა ხარვეზებზე მიუთითებს მასწავლებლის სახლს აუდიტი by ARIS.GE-განათლება