პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მარიამ ლაშხი ასრულებს

გიორგი ამილახვარის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი ასრულებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ამილახვარისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღეს განიხილა და მხარიც დაუჭირა. მოგვიანებით, საკითხს სხდომაზე 75 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტმაც.
გახდება თუ არა მარიამ ლაშხი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ეს მმართველი პარტიის გადასაწყვეტია. როგორც განათლების კომიტეტში EDU.ARIS.GE-ს დაუზუსტეს, ახალი თავმჯდომარის წარდგენის სავალდებულო ვადები განსაზღვრული არ არის. თავად მარიამ ლაშხმა კი, ჩვენი კითხვა, ჰქონდა თუ არა შემოთავაზება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, დღეს ასეთი პასუხი გასცა:
“მე, ჩემი არსებული პოზიციით, პირველი მოადგილის რანგში ვგეგმავ, განვაგრძო იმ ინიციატივებისა და გეგმების შესრულება, რასაც აქამდე ვახორციელებდი. შესაბამისად, არც წარმადგენენ და არც შემოთავაზება იყო”.
მარიამ ლაშხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2022 წლის ოქტომბერში გახდა. არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ეთიკის საბჭოს წევრი.
იგი ასევე იყო პროფესიული განათლების კუთხით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მომხსენებელი და კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებლის წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა წელს აღარ ჩატარდება – განათლების მინისტრის გადაწყვეტილება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
აბიტურიენტის თვითშაფასება – რა (არ) უნდა გააკეთოს მშობელმა by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესი განათლების რეფორმა კიდევ სამი წლით გადაიდო? by ARIS.GE-განათლება