GE

პასუხი აბიტურიენტებისთვის აქტუალურ კითხვაზე – ვის აქვს უპირატესობა, მას ვინც პროგრამა პირველ ადგილზე მიუთითა, თუ მაღალქულიანს?!

“თუ აბიტურიენტს პროგრამა პირველ ადგილას აქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?”, – ეს 2021 წლის აბიტურიენტების ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა და EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვით ხშირად მომართავენ.

კითხვაზე ამომწურავ პასუხს სცემს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია ცენტრის მიერ დღეს, 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში:

“იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას, ვთქვათ, მესამე ადგილზე ჰქონდა მითითებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება”, – განმარტავს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური