„პირველი ნაბიჯები წარმატებული კარიერისკენ“ – 8 ოქტომბერს, საბაუნიში ტრენინგი გაიმართება
8 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ტრენინგი – „პირველი ნაბიჯები წარმატებული კარიერისკენ“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს სულხან-საბა ორბელიანის HR მენეჯერი ლელა ვარდიძე და HR ჯენერალისტი ლალი ვაჩიბერაძე გაუძღვებიან.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები შეისწავლიან:
- ეფექტური CV-ის შექმნას;
- LinkedIn-ზე საკუთარი უნარებისა და გამოცდილების წარმოჩენას.
ტრენინგი 17:00 საათზე, 203-ე აუდიტორიაში ჩატარდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
საბაუნის სამართლის დოქტორისა და პრორექტორის ერთობლივი კვლევა Scopus-ის რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში სტუდენტებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნი გაზაფხულის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობას აცხადებს – პროგრამები, ადგილები და ჩარიცხვის ვადები
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი