პირველკლასელის სასაჩუქრე კომპიუტერი სახელმწიფოს 330 ლარით გაუძვირდა
2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელებისთვის საჩუქრად გადასაცემი თითოეული ბუკი სახელმწიფოს დაახლოებით 330 ლარით გაუძვირდა. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, თითოეული კომპიუტერისთვის 900 ლარს გადაიხდის.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ ეტაპზე პირველკლასელთა ბუკებთან დაკავშირებით და გაარკვია, რომ შესაბამისი ხელშეკრულება სააგენტომ 11 მაისს გააფორმა. ბუკების საორიენტაციო რაოდენობა 45 500 ერთეულია, შესყიდვის ღირებულება კი ჯამში 40 950 000 ლარს შეადგენს. ტექნიკის მიმწოდებელი კომპანია „იუ-ჯი თი“-ა, რომელიც აღნიშნული ტექნიკით განათლების სამინისტროს წლებია ამარაგებს.
გასულ წელს, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თითოეული ბუკი დაახლოებით 570 ლარად იყო შეფასებული, წელს კი საბაზრო ფასების ცვლილების გამო, ერთეულის ფასი 900 ლარია. ლეპტოპის სახეობაა Acer TravelMate B118-M, მწარმოებელი ქვეყანა – ჩინეთი. ტექნიკა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მიაწოდონ.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარებად განისაზღვრებიან საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან/ჩაირიცხებიან I-III კლასში და არ მიუღიათ კომპიუტერი, ასევე, ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებული ფუნქციონირებადი 30 სკოლის პირველკლასელები.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
