პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული და სახელმძღვანელო ქართულის შემსწავლელთათვის გამოქვეყნდა
არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალი სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის“ შეიქმნა.
მისი გამოყენება შესაძლებელია ქართულის, როგორც მეორე ენის შესასწავლად, ასევე, ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის ფარგლებში – საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის. რთულად საკითხების დასაძლევად ქართული ენის შემსწავლელთათვის შეთავაზებულია მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები.
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 23 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმძღვანელო დამატებითი რესურსია მათთვის, ვინც ქართულს, როგორც უცხო ენას სწავლობს.
სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
- 5000-მდე წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ვინ მიიღებს სამაგისტრო გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ვადები გამოქვეყნდა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო