პრემიერის დადგენილებით პროფსასწავლებლებს მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები განესაზღვრათ
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დადგინდა.
პრემიერის დადგენილებაში განმარტებულია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში − საგანმანათლებლო დაწესებულება), სწავლის პროცესში, ყოველწლიურად იქმნება გარკვეული რაოდენობის პროდუქცია. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ასევე უფლება აქვთ, განახორციელონ გარკვეული სახის მომსახურება ან/და აწარმოონ სხვადასხვა სახის პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგრადობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სასწავლო პროცესის განვითარებას, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვებას, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის/პროცესების განვითარებასა და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
შემოსავლების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ ბრძანებაში განსაზღვრულია საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება. ასევე განმარტებულია დაწესებულების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უფლებამოსილება.
-
2026 წლის აბიტურიენტებიდან 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა – რას ჰპირდება მინისტრი გამოსაცდელებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
თუ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა სტიპენდია შენთვის მნიშვნელოვანია, 1 დღე კიდევ გაქვს – გახდი განათლების ინვესტორი
by ARIS.GE-განათლება
-
„რა ხდება, თუ აბიტურიენტი გამოცდის ან წინა დღეს ავად გახდა და გამოცდაზე ვერ მიდის?“ – NAEC-ის განმარტება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე