პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა: „თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება“
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგენისას საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის საკითხზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ მათი როლი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მათ შეუძლიათ მომავლის შეცვლა.
„მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც, შემდეგი ეტაპისთვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ეს თქვენი ქვეყნაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ! გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამა თუ იმ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2024 წლის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ, რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ან ლიდერს, ან, არც ერთი მოგვწონს და თავს ვიკავებთ.
“დღეს ჩვენი ქვეყნის გადამწყვეტი ეტაპია, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყიტოთ ჩვენი მომავალი – მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი ახალ ევროპულ სახელწიფოს”, – თქვა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორები მზეო შველიძე და edu.aris.ge
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება