GE

პროექტი უნიკურსი: მიღება ილიაუნის უნილაბის სრულად დაფინანსებულ ონლაინკურსებზე

კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს მიღებას პროექტის „უნიკურსი“ გაზაფხულის სემესტრის ნაკადზე.

უნილაბის პროექტი „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულთ სთავაზობს ახალი ტიპის კურსებს. კურსი ითვალისწინებს შეხვედრებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ.

უნიკურსი აერთიანებს ასინქრონულ და სინქრონულ სწავლების ელემენტებს. კურსის ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. მეორე მხრივ კი, მსმენელებს კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ Google Classroom-ის დახმარებით. მათ შეკითხვებს უპასუხებენ მენტორები ან, საჭიროების შემთხვევაში, ლექტორები. გარდა ამისა, კურსით გათვალისწინებულია ვორკშოპები, რომლებზეც სტუდენტები პირისპირ შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან შესაბამისი მიმართულების პირველ ციფრულ პროდუქტს.

კურსების ჩამონათვალი:

  • ციფრული კომუნიკაციები
  • Front-end (HTML, CSS)
  • Python დეველოპმენტი
  • ICT პროექტების მართვა
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი

პროექტის ეტაპები

პროექტი 3 ეტაპისაგან შედგება:

I ეტაპი

პროექტის პირველ ეტაპზე გამოცხადდება მიღება, დაინტერესებული პირები შეავსებენ სააპლიკაციო ფორმას:

პირველი ეტაპის ხანგრძლივობა 2 კვირაა.

II ეტაპი

გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა, რომელზეც კურსის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კურსისა და მისი ეტაპების შესახებ, ასევე Google Clasroom-ის მუშაობის პრინციპებს. კურსის მენტორი გადარჩეულ მონაწილეებს დაარეგისტრირებს Google Classroom-ში. მონაწილეებს ექნებათ წვდომა ლექციის ჩანაწერებსა და დავალებებზე, ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები, მიიღონ კონსულტაცია Google Classroom-ში.

III ეტაპი

უნილაბში გაიმართება კურსის შემაჯამებელი ვორკშოპი. ვორკშოპი იქნება ჰიბრიდული ტიპის, მასზე დასწრება ონლაინაც იქნება შესაძლებელი.

პროექტი განკუთვნილია და მასში მონაწილეობა შეუძლია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

სასურველ მიმართულებაზე სარეგისტრაციოდ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი მიმართულება და შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 12 მაისი, 23:59

დამატებითი ინფორმაციისთვის:

  • infounilab@iliauni.edu.ge
  • https://www.facebook.com/UniLabEdu
  • https://unilab.iliauni.edu.ge
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური