პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ახალი წესი და პირობები დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების განხორციელების შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი შეიცვალა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ხელმოწერილ შესაბამოს ბრძანებაში, რომელიც 24 ივნისს გამოქვეყნდა საუბარია მნიშვნელოვან სიახლეებზე და მათ შორის არის სკოლის დონეზე პროფესიული განათლების მირების შესაძლებლობის საკითხიც.
გიორგი ამილახვარის ხელმოწერილი ბრძანებით გაიწერა: პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზების საკითხები, აპლიკანტთა შერჩევის საკითხები, ტესტირება და მასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე საკითხები, ტესტირების პროცესისა და ასევე შედეგებისა და ჩარიცხვების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები.
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
კანონით განსაზღვრულია ტესტირების გარეშე პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობაც, რომელიც კონკრეტული სტატუსის მატარებელ პირებზე ვრცელდება.
ყველა საფეხური და პროცედურები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ იხილეთ მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
როგორ შეირჩევიან პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები – წესი დამტკიცდა
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები