პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ტესტირების ჩატარების განრიგი დადგინდა – ტესტების ნიმუშები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი), რაოდენობრივ წიგნიერებაში კი 25 ოქტომბერს ჩატარდება.
NAEC-ის ცნობით, თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.
პრეტესტთან დაკავშირებით ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
-
ზამთრის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – დეტალები და საფასური
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება