პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა ხელფასის ზრდა მათთვის შექმნილი მასწავლებელთა სქემით განხორციელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია და 2020 წლისთვის მზად იქნება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა სქემა, რომელიც ხელფასების დივერსიფიცირების შესაძლებლობას გააჩენს.
„პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასების ზრდა როგორც იცით, 2019 წელს უკვე აისახა ბიუჯეტში და მოხდა პროფესიულ მასწავლებელთა ხელფასების 30%-იანი ზრდა. რაც შეეხება მომავალ წლებს, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ხელფასები იქნება დივერსიფიცირებული. წელს უკვე პრაქტიკულად მოლაპარაკებები დაწყებულია და ვიწყებთ მუშაობას პროფესიულის მასწავლებლების სქემაზე, რომელიც გამოყოფს სწორედ იმ კომპეტენციებს და იმ გზებს, რომელიც მოგვცემს ხელფასების დივერსიფიცირების შესაძლებლობას. საჭიროა იმ სეგმენტების გამოყოფა, რა ტიპის მასწავლებელი გვჭირდება ჩვენ პროფესიულ განათლებაში და ამის მიხედვით ხელფასების დივერსიფიცირება. 2020 წლისთვის ეს სქემაც დაიდება და შესაბამისად, სახელფასო ზრდა შემდეგ დაეფუძნება ამ სქემას. 30%-იანი ზრდა პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაციებსაც შეეხო და დღეისათვის ჩვენ გვაქვს 24 სახელმწიფო კოლეჯი, 13 უმაღლესი დაწესებულება, რომელიც პროფესიულ პროგრამას ახორციელებს და 57 კერძო სუბიექტი კოლეჯი, ადგილების რაოდენობა არის 15 ათასი, რომლის გაზრდასაც ამ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ“, – განმარტა ირინა აბულაძემ.
როგორც ცნობილია, მთავრობის ინიციატივით, განათლების დაფინანსება უნდა გაიზარდოს და საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები