სწავლა კერძო პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხულებსაც დაუფინანსდებათ, პროფესიული მასწავლებლის ხელფასი კი 30%-ით გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე გასატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება და პროფესიული განათლების კუთხით არის დაგეგმილი. საუბარი იყო ასევე უკაბელო ინტერნეტის სკოლებისთვის მიწოდების დაფინანსების ზრდაზეც.
„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან პროფესიულ სწავლებას. უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში, რაც სასიხარულოა. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას და აქედან გამომდინარე, კერძო სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას.
„ამასთან ერთად იგეგმება პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდა 30%-ით. ამ მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს მეტ ინტეგრაციას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.
ამავე თემაზე:
ფინანსთა მინისტრი: პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ მასწავლებლებს ხელფასი 30%–ით გაეზრდებათ
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება