„ქალები და სტერეოტიპული პროფესიები“ – შეხვედრა CIU-ში გაიმართა
12 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა სახელწოდებით: „ქალები და სტერეოტიპული პროფესიები“ გაიმართა.
სხვადასხვა პროფესიის წარმატებულმა ქალებმა: მეღვინე – ია იმერლიშვილმა; გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლმა – ნანა მამუკაშვილმა; კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა – ია მოსაშვილმა; მშენებლობის ზედამხედველმა – მაკა ნოზაძემ და კაპრალ-სპეციალისტმა – ლიკა უთრუგაშვილმა წარმატების პირადი ისტორიების მაგალითებზე, სტერეოტიპულ პროფესიაში საკუთარი თავის პოვნასა და გოგონებში მოტივაციის/ინტერესის ამაღლებაზე ისაუბრეს.
მოწვეულმა სტუმრებმა აუდიტორიასთან ერთად განიხილეს თუ რა ბენეფიტები ან/და საფრთხეები შეიძლება ახლდეს გადაწყვეტილების მიღებას ახალი პროფესიის დაუფლების პროცესში.
შეხვედრას მოდერაცია CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა მარიამ ჯაჭვაძემ გაუწია.
- CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი