GE

მასწავლებლის ინფიცირების გამო ბრეძის სკოლა დროებით დაიხურა და სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა 30 მარტის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორმა ირმა ხარაზიშვილმა განუცხადა, მასწავლებელმა კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა, დადებითი პასუხის გამო კი, ვინაიდან მას კონტაქტი ჰქონდა სკოლის მოსწავლეებთან და კოლეგებთან, სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

„დისტანციურად გავაგრძელებთ სწავლას 30 მარტის ჩათვლით. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მან ტესტი გუშინ ჩაიტარა, სიმპტომები და გართულებული მდგომარეობა არ ჰქონია. ამ ეტაპზე სხვა არც ერთ მასწავლებელს და მოსწავლეს ვირუსი არ დადასტურებია“, – განაცხადა ირმა ხარაზიშვილმა.

მასწავლებლები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური