ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი 1480-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა – აპელაციის სტატისტიკა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/07/exams2024-150724-TBS-2-458x257.jpg)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა სააპელაციო განაცხადების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2024 წელს 130 979 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 458, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.64%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ფრანგულ ენაში.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა – 1480;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 32;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 30;
ინგლისური ენა – 580;
რუსული ენა – 24;
გერმანული ენა – 6;
ფრანგული ენა – 0;
მათემატიკა – 367;
ისტორია – 377;
გეოგრაფია – 18;
ბიოლოგია – 190;
ქიმია – 86;
ფიზიკა – 37;
ლიტერატურა – 54;
ხელოვნება – 10;
სამოქალაქო განათლება – 167.
შეფასება შეიცვალა სულ 1155 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.88%-ია. ქულა მოემატა 1154 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 1 ნაშრომის შემთხვევაში.
აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება