ქართული უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს
ქართული უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს.
მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სამართალი – 20 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები – 20 ადგილი
- ისტორია – 10 ადგილი
- ქართული ფილოლოგია – 10 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
- სამართალი – 10 ადგილი
- საჯარო მმართველობა – 10 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება – 12 ადგილი
- ტურიზმის ბიზნესი – 10 ადგილი
- ეკონომიკა – 10 ადგილი
- ფსიქოლოგია – 12 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება – 16 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
- ბიზნესის ადმინისტრირება – 9 ადგილი
- ეკონომიკა – 8 ადგილი
- სოციალური განწყობის ფსიქოლოგია – 10 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 3 ადგილი
შენიშვნა:
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი – 2450 ლარს
- საჯარო მმართველობა – 2350 ლარს
2019 – 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2019 წლის 26 აგვისტო – 9 სექტემბერი
- კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება – 2019 წლის 27 აგვისტო – 10 სექტემბერი
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2019 წლის 30 აგვისტო – 10 სექტემბერი
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2019 წლის 11 სექტემბერი
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – 2019 წლის 13-16 სექტემბერი
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მიმაგრებული დოკუმენტები:
ბრძანება 273-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდირა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვაკანსიებისა და ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ