ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ALBA, როგორც საბერძნეთის წამყვანი ბიზნესის სკოლა, ცნობილია ინოვაციური და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებით, რომლებიც მიზნად ისახავს კვალიფიციური და მეწარმეობაზე ორიენტირებული კადრების აღზრდას
ეს თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს მისი მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირების სწავლების სფეროში
მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ადმინისტრაციული პერსონალის სასწავლო ვიზიტები, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, ინტერდისციპლინარული პროექტები, საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, საზაფხულო სკოლები და სხვა
აღნიშნული თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო განათლება და გაიღრმაონ ცოდნა ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის სფეროში
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი