ქართული ხელნაწერი – on-line ენციკლოპედია
პირველად საქართველოში, ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა. დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა მისამართზე: www.georgica.ac.ge
პროექტი “ქართული ხელნაწერი (on-line ენციკლოპედია)” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ათწლეულების მანძილზე ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს ეფუძნება. პროექტი ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობაა.
ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული პირველ ელექტრონულ ენციკლოპედიაში თავმოყრილია:
ანბანური, თემატური საცნობარო ხასიათის სტატიები (სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, სამონასტრო და სამწიგნობრო კერები, საქართველოსა და საზღვარგარეთ დაცული კოლექციები, ხელნაწერის შექმნა და მხატვრული გაფორმება, საწერი მასალა, ქართველოლოგები…) ავტორთა საძიებლის მიხედვით;
სტატიები, რომლებსაც თან ახლავს შესაბამისი პოლიგრაფია, საილუსტრაციო მასალა და ნაწილობრივ, ინგლისური თარგმანი;
პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკვლევრისათვის და აქვს გაფართოებისა და შევსების პოტენციალი.
პრეზენტაციას ბევრ მოწვეულ სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი დაესწრო.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო