GE

ქართულის გამოცდის მეხუთე დღე და საკითხები, რომელსაც აბიტურიენტები იხსენებენ

ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეხუთე სესიის გამოცდა ტარდება. საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში დღეს დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 95%-ზე მეტი გამოცხადდა და დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ტესტების სირთულესა და მოსული საკითხების შინაარსზე უყვებიან:

მარი კობერიძე, 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “სამანიშვილის დედინაცვალი ვწერე,ვიცოდი ეს ნაწარმოები და ძალიან გამიხარდა რომ შემხვდა.არგუმენტირებული ესე იყო თანამედროვე ახალგაზრდებზე, რომლებიც ჩვენი კულტურით არ ინტერესდებიან და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის.სამანიშვილის მონაკვეთი იყო პლატონ სამანიშვილი რომ შეხვდება და რომ საუბრობენ. არაპროგრამულიდან ლექსი იყო აკაკი წერეთელზე, არ წამიკითხვას, რადგან სამანიშვილი ვწერე. არ გამიძნელდა, რადგან ნაცნობი ნაწარმოები შემხვდა, გარემოც ძალიან კარგი იყო. რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას კოკო შანელზე იყო და გარუჯვაზე როგორ გამოიგონა მან შესაბამისი. კოსმეტიკური საშუალებები, მე მგონი, ყველა შეცდომა ვიპოვე რაც იყო, ძირითადად სიტყვები იყო არასწორად.”

აბიტურიენტი 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „ლიტერატურიდან იყო სამანიშვილის დედინაცვალი, კონკრეტულად ის მონაკვეთი, როდესაც პლატონი ხვდება გზაში მოხუც კაცს და რომ საუბრობენ. ლექსი იყო მურმან ლებანიძის და მე სამანიშვიილი დავწერე. რაც შეეხება ესეს, ეხებოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ნაკლებად ინტერესდებიან კულტურით“.

გიორგი კაკაბაძე, 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,,პროგრამულიდან მოვიდა კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, მე ეს დავწერე და არაპროგრამული ლებანიძის ლექსი იყო, მაგრამ რომელი, არ ვიცი. ესე იყო იმაზე, წარმოადგენს თუ არა პრობლემას, რომ ახალგაზრდები არ ინტერესდებიან კულტურით. ტექსტის რედაქტირებაში ყველა ტიპის შეცდომა იყო და შინაარსი დაახლოებით იყო, რომ ადრე ადამიანები არ იყენებდნენ მზისგან დამცავ საშუალებას და როცა კოკო შანელი ერთხელ რუჯის მიღებისთვის დაიწვა დაიწყო ამ კოსმეტიკური ხაზის პროდუქციის წარმოება. გამოცდის სირთულეს რაც შეეხება, მარტივი იყო და კმაყოფილი ვარ ჩემი თავი.”

აბიტურიენტი 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,ესე იყო ახალგაზრდობაზე და კულტურაზე, ტექსტის რედაქტირება იყო და მურმან ლებანიძის ლექსი, რომელიც მე დავწერე. პროგრამული რა იყო არ მახსოვს, საკმაოდ მარტივი გამოცდა იყო, მაგრამ დავიღალე საკმაოდ.“

აბიტურიენტი 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,წინა დღეების გათვალისწინებით მეგონა, დღეს რომანტიკოსებიდან მოვიდოდა პროგრამული ტექსტი, თუმცა ,,სამანიშვილის დედინაცვალი” მოვიდა და ესეც კარგად ვიცოდი. არაპროგრამულიდან ლექსი იყო, მაგრამ არ წამკითხავს. ტექსტის რედაქტირება მარტივი იყო, კოსმეტიკას შეეხებოდა თუ კარგად მახსოვს. ესე სათაური დაახლოებით ასე ჟღერდა, რატო არ აინტერესებთ ახალგაზრდებს კულტურა. საშუალო სირთულით შევაფასებდი მე პირადად.”

მარიამ გოროზია, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: „ანალიზში შემხვდა “სამანიშვილის დედინაცვალი”. მეორე თემა იყო არაპროგრამული, რაც ჩემთვის უცხო არ იყო. რედაქტირების ტექსტის სათაური არ მახსოვს, მაგრამ კარგად გავასწორე. ესე დავწერე კიდევ თემაზე, თუ რატომ დაკარგეს ახალგაზრდებმა საკუთარი ქვეყნის კულტურა. ტესტი არ გამიჭირდა რადგან კარგად ვიყავი მომზადებული, შესაბამისად ვთვლი, რომ მარტივი იყო.“

დღეს აპლიკანტებმა მე-5 ვარიანტი დაწერეს. ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება და სავარაუდოდ აპლიკანტები მე-6 ვარიანტს დაწერენ.

ყველა ამბავი გამოცდებიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური