ქართულის გამოცდის წერით დავალებაზე მუშაობისას გასათვალისწინებელი საკითხები – ყველა ნაბიჯი სპეციალისტისგან

ავტორი: მარიამ ღვინჯილია, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის მაგისტრი.
სპეციალურად EDU.AIS.GE-ს მკითხველისათვის:
ქართულში ეროვნული გამოცდის პროგრამის ცოდნა და გააზრება შემდეგი დავალებებით მოწმდება: წაკითხულის გააზრება, წერითი დავალება (ესე), ტექსტის რედაქტირება. ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ წერით დავალებაზე.
წერით დავალებაში მოსწავლემ უნდა იმსჯელოს თეზისში წამოჭრილ იდეაზე მოცემული მხატვრული ტექსტის მიხედვით, შემდგომ უნდა დაუკავშიროს არსებულ რეალობას.
გამოსაცდელს მოეთხოვება:
- ადეკვატურად მსჯელობა;
- ნაწერის ლოგიკურად აგება;
- პირობაში წარმოდგენილი საკითხის გააზრება მხატვრული ტექსტის მიხედვით;
- აქტუალურობის დასაბუთება;
- ზოგადი ცოდნის გამოვლენა;
- საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა;
- გრამატიკული, ლექსიკურ-სტილისტიკური და პუნქტუაციური ნორმების დაცვა.
ტექსტის ლოგიკურად ასაგებად, აბიტურიენტმა უნდა იცოდეს აბზაცის დანიშნულება, სტრუქტურა; ესეშიც უნდა გამოიყოს რამდენიმე თემატური აბზაცი, ესენია:
-შესავალი;
-მოცემული მხატვრული ტექსტის ანალიზი;
-პარალელების მოხმობა სხვა ტექსტებიდან;
-დღევანდელი რეალობა;
-დასკვნა.
როგორ შეიძლება დაიწეროს თითოეული?
I აბზაცი – შესავალში უნდა იყოს შემდეგი კოპონენტები:
– შესავალი წინადადება მთავარ ცნებაზე, რომელიც თეზისშია მოცემული.
შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი:
1. ზოგადად მთავარ ცნებაზე აღნიშვნა;
2. ცნობილი ციტატის, ანდაზის, აფორიზმის – მოხმობა.
- თეზისში მოცემული იდეის აქტუალურობის აღნიშვნა;
- იდეის აქტუალურობის წარმოჩენა-დასაბუთება სხვადასხვა მაგალითით, რომლებიც დანარჩენ ნაწილში განივრცობა.
II აბზაცი – მოსწავლემ უნდა გააანალიზოს მხატვრული ტექსტი პირობაში წარმოდგენილი საკითხის მიხედვით.
აბზაცში გამოიყოფა მოცემული საკითხები:
- აბზაცის შესავალი წინადადება იდეის აქტუალურობის შესახებ ლიტერატურაში;
- მხატვრული ტექსტის ეპოქის, ჟანრის, მიმდინარეობის აღნიშვნა და დაკავშირება შესაბამის პრობლემასთან;
- მოცემული მხატვრული ეპიზოდის ანალიზი, არგუმენტები;
- მთავარი მხატვრული სახეების დაკავშირება ძირითად იდეასთან; აბზაცის შეჯამება.
III აბზაცი – მოსწავლემ უნდა იმსჯელოს, როგორ აისახება მოცემული პრობლემა სხვა ავტორებთან, ამისათვის საჭიროა მოიხმოს პარალელები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, რათა წარმოჩნდეს საკითხის აქტუალურობა და ზოგადი ცოდნა.
IV აბზაცი – მოსწავლე წარმოაჩენს თანამედროვე რეალობასა და ამ საკითხის ასახვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- მოცემული იდეის აქტუალურობის დასაბუთება თანამედროვეობისათვის. შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების მოხმობა. ზოგადი ცოდნის წარმოჩენა იდეაში მოცემულ საკითხსა და პრობლემაზე.
1. ისტორიული ფაქტები;
2. სტატისტიკური მონაცემები;
4. ავტორიტეტების დასახელება, გამონათქვამები;
5. ანდაზა, აფორიზმი, იდიომი;
6. სატელევიზიო გადაცემა;
7. ფილმი;
8. სპექტაკლი;
9. პირადი გამოცდილება.
V აბზაცი
დასკვნა – თეზისი მთავარი არგუმენტი/ რეკომენდაცია
1. ამგვარად,/ მაშასადამე,/ ამრიგად,/ (მოსაზრების განმეორება …….რადგან…..)
2. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია …………………
3. საზოგადოებამ/ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ………………..
4. შემაჯამებელი წინადადება ———————
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 170 ლარი შეადგინა – განათლება ეკონომიკის 20 სექტორს შორის ბოლო ადგილზე აღარ არის by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება