ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
ინფორმაცია განახლებულია
5 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გვამცნო, რომ მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრს, დოქტორ აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავარს შეხვდა, რომლის ფარგლებში “მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს”.
გავიგეთ ისიც, რომ ამ შეხვედრაზე ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხზე იმსჯელეს.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ადგილობრივ უნივერსიტეტებში. აღინიშნა, რომ სტუდენტების მიღება მიმდინარე წელს დაიწყება”, – გვიყვებოდა განათლების სამინისტრო 5 თებერვალს.
EDU.ARIS.GE-მ ახალი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაჯაროება განათლების სამინისტროს სთხოვა. გივი მიქანაძის უწყებისგან მოკლე დამატებითი ცნობა მივიღეთ: სტუდენტები არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტებში ისწავლიან, მიმართულება კი იქნება “აიტი და AI, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და პრესტიჟული მიმართულებებია”.
პროგრამის დეტალებზე სამინისტრო არ საუბრობს, არც დაფინანსების ოდენობა ვიცით და არც ის, რამდენი სტუდენტი დაფინანსდება.
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო