GE

ქიმია პირველი კლასიდან?

ეჭვგარეშეა, რომ ყველა მეცნიერება მნიშვნელოვანია. საკითხავია რომელი, როდის და რა რაოდენობით უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს. ქიმიის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მეცნიერების სწავლება პირველი კლასიდან არის საჭირო. თქვენ როგორ თვლით?

სხვადასხვა თაობის სკოლადამთავრებულთათვის ქიმია ჯადოქრობის ზღვარზე მყოფ, მოსაწყენ და გაუგებარ საგნად რჩება. სწორედ ამიტომ, ბევრი მკვლევარი თვლის, რომ დღეს  ადამიანების უმრავლესობა მარტივად იჯერებს თაღლითების ოინებს, რომლებიც ქიმიის ელემენტარული კანონებით აიხსნება.

ქიმიის პედაგოგები ამტკიცებენ, რომ ამ საგანს კატასტროფულად ცოტა საათი ეთმობა და მისი სწავლება პირველი კლასიდანაც არის მიზანშეწონილი. მასწავლებლების აზრით, სასწავლო პროგრამაში გასართობი ცდები უნდა შევიდეს, ამგვარად, საგანი არა მხოლოდ მარტივი, არამედ შთამბეჭდავი და საინტერესოც კი გახდება.

გარდა ამისა, საჭიროა სახელმძღვანელოების შეცვლა, ვინაიდან ისინი თანამედროვე ბავშვებისთვის მოსაწყენი და გაუგებარია. მასწავლებლების თქმით, მათში მოცემული ინფორმაცია უინტერესო და მოსწვლეების ცხოვრებას მოწყვეტილია, შედეგად კი ძნელად ასათვისებელი. როცა ბავშვები იზრდებიან, ისინი მარტივად იჯერებენ თაღლითების ოინებს, მათ სასწაული ჰგონიათ, როცა ბამბას ჯოხის მარტივი შეხებით ცეცხლი ეკიდება, ან ქაღალდის სუფთა ფურცელზე ყავისფერი ასოები ჩნდება.

უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები მხარს სკოლის მასწავლებლებს უჭერენ. მათი თქმით, ქიმიის ცოდნის დონე საგანგაშოდ შემცირდა, ამიტომ ის უფრო ადრეული ასაკიდან და უფრო ხანგრძლივად უნდა ისწავლებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა სასწავლო დაწესებულება წამოჭრილ პრობლემას თავისებურად გადაწყვეტს, ქვეყნის მასშტაბისთვის ეს მაინც ძალიან ცოტაა.

როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით

„უბრალოდ ვდგები და კლასიდან გავდივარ – არ აქვს სკოლას არანაირი გეგმა“

წყარო: ros-obrazovanie

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური