GE

ქუთაისის უნივერსიტეტი მობილობით დაინტერესებულ პირებს იწვევს

ქუთაისის უნივერსიტეტი მობილობით დაინტერესებულ პირებს იწვევს. მობილობა ხორციელდება ქუთაისის უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამებზე:

ბაკალავრიატი:

  • ეკონომიკა
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ბიზნესის ადმინისტრირება

მაგისტრატურა:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.
  • ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე.

დოქტორანტურა:

  • ეკონომიკა.

უნივერსიტეტი გთავაზობთ:

  • 100% სახელმწიფო სასწავლოს გრანტის მფლობელებს ყოველ თვიურ 100-ლარიან სტიპენდიას.
  • სწავლის ძველი საფასურის შენარჩუნებას, თუკი წინა უნივერსიტეტში უფრო დაბალი გადასახადი გქონდათ;
  • სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას;
  • სწავლისათვის ყველა საჭირო ლიტერატურას ექლექტრონულ ფორმატში.
  • დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ყველაზე მოთხოვნადი განათლების მიღებით, დასაქმებულთა ერთ–ერთი ყველაზე მაღალი – 81%-იანი მაჩვენებელი საქართველოში;
  • თქვენს მიერ წინა უნივერსიტეტში ათვისებულ ყველა კრედიტის მაქსიმალურად აღიარებას;
  • ევროპის უნივერსიტეტებში მობილობაში ხელშეწყობას;
  • სტაჟირებას პრესტიჟულ პროფილურ დაწესებულებებში;
  • ინდივიდუალურ გრაფიკს და ხელშეწყობას დასაქმებული, სპორტსმენი და ხელოვანი სტუდენტებისათვის;

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე (ბმული აქტიური გახდება 25 ივლისიდან) ან მობრძანდით ქუთაისის უნივერსიტეტში 11:00 დან 16:00 საათამდე, აკ. წერეთლის #13, ტელ: 514704407

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 აგვისტო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური