ქუთაისის უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის უნივერსიტეტმა დაურღვევია 21 მარტს ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. სახალისო ღონისძიებაზე თავი მოიყარეს ქალაქის თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთის, ტელევიზიისა და პრეს-სამსახურების წარმომადგენლებმა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა ძალიან საინტერესო, ორიგინალურ ფორმატში წარიმართა და სტუმრებმა დიდი ხალისით მიიღეს მასში მონაწილეობა.
გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ითვალისწინებდა კრეატიული კარნახის, კითხვა-პასუხის, სიმღერისა და ცეკვის კონკურსს, ორიგინალური რეპორტაჟის მომზადებას.
ჟურნალისტებმა მიცემულ დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი. დავალებებს შორის პაუზებს კი თავიანთი შემოქმედებით ავსებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. საღამო სახალისო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
დასასრულს კი ჟურნალისტებმა გულწრფელი მადლობა გადაიხადეს ასეთი ლამაზი, თბილი დახვედრისა და პროფესიული დღის მილოცვისათვის.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს და უკვე 22 წელია ტრადიცია არ ირღვევა.
-
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
„ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა“ და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა – BAU თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
by ქუთაისის უნივერსიტეტი