GE

ქუთაისის უნივერსიტეტში შიდა გრანტის გათამაშების მონაწილე სკოლები დაჯილდოვდნენ

ქუთაისის უნივერსიტეტის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე  ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის სასწავლო გრანტი გათამაშდა. ტესტირებაში მონაწილეობდა 600-მდე აბიტურიენტი – დასავლეთ საქართველოსა და ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებიდან.

გრანტი ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის გათამაშდა, საიდანაც I, II, და III შედეგის მქონე პირებიდან ერთი 100 %-იან და ორი 50 %-იან დაფინანსებას მოიპოვებს. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი სტიპენდიის სახით შეუნარჩუნდებათ.

qutaisi qelbaqiani16 ივნისს კი, ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტის რექტორმა ლელა ქელბაქიანმა  ფასიანი საჩუქრები და სერთიფიკატები იმ სკოლების დირექტორებს გადასცა, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტთან წარმატებით თანამშრომლობენ. დასაჯილდოებელი  დირექტორების  შერჩევა იმ  აბიტურიენტთა  ტესტირების შედეგების მიხედვით ხდება, რომლებიც უნივერსიტეტის შიდა გრანტის მოსაპოვებლად საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

წელს უკვე მეექვსედ, შიდა გრანტის მოსაპოვებელი ტესტირება ზოგად უნარებში 28-29 მარტს ჩატარდა. მოტივაციის ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტმა იმ სკოლებისთვის, რომლის მე-12 კლასელებმაც რეგისტრაციისას ყველაზე მეტად იაქტიურეს, ფასიანი საჩუქრები დააწესა.

როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა ცნობილი, დასავლეთის რეგიონის მასშტაბით გამოვლენილია რეგიონის ათი  და ქუთაისის სამი სკოლა.

07წელს აბიტურიენტების შედეგების მიხედვით დაჯულდოვებულთა შორის აღმოჩნდნენ: ქუთაისის #28 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი( I ადგილი); ქუთაისის #40 საჯარო სკოლის დირექტორი-ლია კუხიანიძე  (II ადგილი ); ქუთაისის  #7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე (III ადგილი); ვანის ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი-დავით ხურციძე; ზესტაფონის ქვედა საზანოს #3 საჯარო სკოლის დირექტორი-ჯემალ ქვათაძე; თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანის“ დირექტორი-ნინელი გვენეტაძე; მარტვილის კერძო სკოლა ‘სხივის“  დირექტორი დავით ჯიქია; სამტრედიის #2 საჯარო სკოლის დირექტორი თეა კარტოზია; სენაკის ლეძაძამის საჯარო სკოლის დირექტორი-დავით ცვარიანი; წყალრუბოს სოფელ გუბისწყალის სკოლის დირექტორი ირინა ფანცულაია; ხარაგაულის სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მანან ტაბატაძე.

ლელა ქელბაქიანი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი: „ქუთაისის უნივერსიტეტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა. ჩვენი უნივერსიტეტი პირველი იყო საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს შორის, რომელმაც შემოიღო და დანერგა უნივერსიტეტის  შიდა სასწავლო გრანტების მოპოვების შესაძლებლობა. წელს,  ქუთაისი უნივერსიტეტმა უკვე მეექვსედ ჩაატარა  კონკურსი აბიტურიენტებისათვის აკრედიტირებულ სასწავლო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.   გრანტი თამაშდება ქუთაისის უნივერსიტეტში პირველი პრიორიტეტით ჩარიცხულ სტუდენტებს შორის. 

6მე მახსენდება ერთი წალენჯიხელი გოგონა, რომელმაც კონკურის შედეგად აიღო ეს გრანტი 100 %-იანი დაფინანსებით და  სასწავლო წლის დასაწყისში მოვიდა იმის სათქმელად, რომ უარი უნდა ეთქვა სწავლაზე-მის ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სწავლის საფასური გადეხადა… არასოდეს დამავიწყდება მისი გაბრწყინებული სახე, როცა გაიგო, რომ მას ამ გრანტით 4 წლის განმავლობაში ჰქონდა სწავლის უფასოდ მიღების შესაძლებლობა. ის ბოლომდე წარმატებული და გამორჩეული სტუდენტი იყო ჩვენს უნივესიტეტში.  მიხარია რომ თუნდაც ერთ ადამიანს  მაინც მივეცით საშუალება შეეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისაკენ“.

ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამები ეკონომიკის, ტურიზმის, მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ხორციელდება.

სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულია სხვადასხვა სოციალური პროექტები: ფასდაკლება, სტიპენდიები, 0%-იანი განვადება, სასწავლო გრანტები.

როგორც ცნობილია, ქუთაისის უნივერსიტეტი თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტოთრან სტუდენტების დასაქმების მიზნით.  კურსდამთავრებულტა 54 % დასაქმებულია, სტუდენტებს აქვთ  შანსი გაემგზავრონ უცხოეთში და გაიარონ სასწავლო პროგრამა დისტანციურ რეჟიმში.

უნივერისტეტი ჩართულია TEMPUS -ის პროგრამებში. ამასთან, სტუდენტებს აქვთ ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაც. ქუთაისის უნვერსიტეტს საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს შორის  პირველი ადგილი უჭირავს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო  პროექტების რაოდენობით და თანამშრომლობს ევროპისა და უკრაინის რამდენიმე უნივერსიტეტთან.

როგორია სტუდენტური ცხოვრება ქუთაისის უნივერსიტეტში

რომელი უნივერსიტეტი ავსებს კონტინგენტს მისაღები გამოცდების შედეგებით?! – პატარა უნივერსიტეტის დიდი წარმატების საიდუმლო

ელისო გოლეთიანი – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური