GE

ქუთაისში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა

ქუთაისში დისტანციურ გაკვეთილებზე გადასვლის მსურველთა რიცხვი 2 435-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“ქალაქის მასშტაბით ონლაინ გაკვეთილებზე 38 საჯარო სკოლის 55-მდე კლასია გადასული. ამ დროის მონაცემებით არც ერთი სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ იმყოფება”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისში სამი ბაგა-ბაღი დაიკეტა. N32-ე, N35-ე და N37-ე ბაღებში ვირუსი დაწესებულებების თანამშრომლებს, გეგმური ტესტირების ჩატარებისას დაუდასტურდათ.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური