„ქვეყნის მთავარ გამოწვევად განათლებას საქართველოს მოსახლეობის 1% მიიჩნევს“ – IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქევეყნის ინსტიტუტების ნდობის მიხედვით განათლების სამინისტრო მე-5 ადგილზეა.
რაც შეეხება ნდობას, განათლების ინსტიტუტს გამოკითხული მოსახლეობის 49% ენდობა, 42% კი არა.
IRI-ს კვლევაში ცალკეა გამოყოფილი ის მიმართულებები, რომლებსაც მოსახლეობა ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად აღიქვამს. როგორც კვლევა აჩვენებს, ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევად განათლებას 1% მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება მხოლოდ იმ საფეხურის საათებზე გავრცელდება“ – საგნები, საფეხურები და ანაზღაურების ახალი წესი
by ARIS.GE-განათლება
