GE

რა არჩევანი აქვთ სკოლებს – ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების სია

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მე-9 კლასის, ასევე მე-7 და მე-8 კლასების ზოგიერთი სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი 18 ივნისს დაასრულა.

გარკვეულ საგნებში გრიფი რამდნიმე სახელმძღვანელომ მოიპოვა და სასწავლო დაწესებულებამ მათ შორის ერთ-ერთი უნდა შეარჩიოს. მაგალითად მე-9 კლასის ქართული ენა და ლიტერატურის საგანში ორი გამომცემლობაა გამარჯვებული “საგამომცემლო სახლი სწავლანი” და „სულაკაურის გამომცემლობა“, სკოლებმა სწორედ მათ მიერ გამოცემული წიგნებს შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.

იგივე კლასში სამი გამომცემელია გამარჯვებული მათემატიკის სახელმძღვანელოს შემთხვევაში: ავთანდილ საგინაშვილი, სულაკაურის გამომცემლობა და ინტელექტი.

მე-9 კლასის ქიმიის მასწავლებლებს დიდი არჩევანი არ ექნებათ სახელმძღვანელოების არჩევის მხრივ, რადგან ამ საგანში მხოლოდ ერთი წიგნია გრიფირებული „გაზეთი საქართველოს მაცნეს“  მიერ შექმნილი.

გრიფირების პროცესში სპეციალურმა კომისიამ ჯამში 35-მდე სახელმძღვანელო მოიწონა, 20-მდე კი – დაიწუნა. სკოლების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევის და მისი დაბეჭდვის შემდეგ, წიგნები მოსწავლეებს სარგებლობაში უფასოდ გადაეცემათ.

მე-9 კლასის და მე-7,მე-8 კლასების ახლადგრფირებული სახელმძღვანელოების სია იხილეთ თანადართულ ფაილში.

ცნობილია რა ვადებში უნდა აირჩიონ სკოლებმა მე-9 კლასის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური