GE

რა ჯდება მოსწავლის სასკოლოდ მომზადება

ახალი სასწავლო წელი იწყება და შესაბამისად, ბაზრობებზე, მაღაზიებსა თუ დიდ და პატარა სავაჭრო ცენტრებში მშობლებისა და მოსწავლეების ბუმია. ყველა მშობელს სურს, აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა, შვილი სასკოლოდ ახალი სამოსითა და საჭირო ნივთებით მოამარაგოს. უყიდოს მას სასკოლო ჩანთა, რვეულები, კალმები, პენლები, ტანისამოსი და ა.შ. არჩევანი დიდია, ფასები განსხვავებული. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, თანხა სასკოლო წიგნების შესაძენადაც უნდა გადადოს. საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წიგნები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რა ჯდება სასკოლოდ ბავშვის მომზადება. ამის დასადგენად სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა და ბაზრობებს ვესტუმრეთ.

85f6d723760aსასკოლო ჩანთების ფასი გლდანში მდებარე ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში ხარისხის, ზომისა და ფუნქციების მიხედვით 30 ლარიდან – 160 ლარამდე მერყეობს. გაყიდვაშია სხვადასხვა ბრენდის ძვირადღირებული ჩანთები, მას ორთოპედიული საზურგე აქვს და ფასსაც ეს ზრდის.

თეთრი პერანგები და შარვლები 18-70 ლარამდე ღირს. გოგონებისთვის ქვედაბოლო 20-40 ლარამდე. ბავშვის ფეხსაცმელი 40-დან 160-ლარამდე დაგიჯდებათ. ძვირადღირებული ფეხსაცმლის ფასს ორთოპედიული ძირი და მაღალი ხარისხი განაპირობებს.

რაც შეეხება სასკოლო საკანცელარიო ნივთებს, ბაზრობებსა და სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებში ფასები განსხვავებულია.

19mnnnრვეულები 50 თეთრიდან 1.5 ლარამდე მერყეობს. კალმები 20 თეთრიდან 1.3 ლარამდე. ფერადი ფანქრები 1 ლარიდან – 14 ლარამდე ღირს. პენლების ფასი 2.5 ლარიდან იწყება და საშუალოდ 15 ლარი ღირს. გუაშების, სახატავი რვეულების, ფლომასტერების საშლელებისა და სათლელების ფასებიც განსხვავებული და მერყევია.

ამ ფასების გათვალისწინებით, რა დაუჯდათ მშობლებს შვილების სასკოლოდ მომზადება Aris.ge- განათლება რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

შვილების სასკოლოდ მომზადება 300-300 ლარი დაუჯდა მე-4 და 1-ლი კლასის მოსწავლეების მშობელს მაგდა სეფაშვილს.

„სკოლაში, სადაც ნია და მარიამი უნდა მივიდნენ მოსწავლეებს ფორმები აცვიათ. ფორმა 150-150 ლარი დამიჯდა. ამ ფასში შედის ფორმისს შიგნით ჩასაცმელი მაისურიც. მარიამის ჩანთაში 120 ლარი გადავიხადე, მეორეში 60.  საკანცელარიო ნივთები საერთო ჯამში 120 ლარი დამიჯდა. ეს ყველაფერი დაახლოებით ორი კვირის წინ შევიძინე. ბუნებრივია, ამ ფასში არ შედის წიგნების ღირებულება. კერძო სკოლაში უნდა იარონ მარიამმაც და ნიამაც და შესამისად, მათთვის სასკოლო წიგნების ყიდვა თავად მიწევს, რაც ცალკ-ცალკე 150-150 ლარი მიჯდება“, – ამბობს Aris.ge- განათლებასთან  მაგდა სეფაშვილი.

sakancelarioშვილების მოსამზადებლად საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდა სალომე შარვაძესაც. 1-ლი და მე-5 კლასელი შვილების სასკოლოდ მომზადება. მისი თქმით, მშობელმა შვილისთვის დაახლოებით 200 ლარი მაინც უნდა გაითვალისწინოს. ამას დამატებული 150 ლარი სასკოლო წიგნებისთვის.

„ჩანთები არცერთისთვის ამ ეტაპზე არ მიყიდია, გვქონდა. საროჩკებში 20-20 ლარი გადავიხადე, შარვალში 30-30. ფეხსაცმელში 60 და 80 ლარი მივეცი.  კარგი ფანქრები და პენალი 7-8 ლარი ღირს.  სახატავი რვეული აკვარელისთვის 12 ლარი. პლასტელები და გუაშები 20 ლარი. და ეს ყველაფერი მხოლოდ გარკვეული პერიოდისთვისაა სამყოფი იმ რაოდენობის შევიძინეთ“, – აღნიშნა სალომე შარვაძემ Aris.ge-განათლებასთან საუბრისას.

სასკოლო სახელმძღვანელობის შეძენა არ უწევთ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს. მათ წიგნების სრული კომპლექტი სასწავლო წლის დაწყებამდე უსასყიდლოდ ურიგდებათ.

„რადგან საჯარო სკოლაში სწავლობენ ჩემი მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლე შვილები წიგნებს არ ვყიდულობთ, თუმცა, მათი სასკოლოდ მომზადება მაინც ძალიან ძვირი მიჯდება. წელს მათ გამოწყობას 400-400 ლარი დასჭირდა. ისეთი ასაკი აქვთ ყველა საჭირო ნივთი თუ სამოსი თავად შეიძინეს“, – განუცხადა Aris.ge-განათლებას ანა ბოდავეცმა.

ანას მსგავსად საჯარო სკოლაში დაჰყავს შვილი თეონა ვერულაშვილსაც.

„ლიკა მე-5 კლასშია. 100 ლარი მარტო რვეულები, კალმები, ფანქრები და ამგვარი საკანცელარიო ნივთები დამიჯდა, ისიც იმდენი ვიყიდე, მხოლოდ ერთი სემესტრი რომ ეყოფა. ჩანთაში 30 ლარი გადავიხადე. საერთო ჯამში, ლიკას სასკოლოდ მომზადება 300 ლარამდე დამიჯდა. ბუნებრივია, ამ ფასში წიგნები არ შედის, სახელმძღვანელოები რამდენიმე დღის წინ სკოლაში გადმოგვცეს, საჩუქრად“, – აღნიშნა თეონა ვერულაშვილმა.

უხეში დათვლით, სასკოლოდ ბავშვის მომზადება, თუ ყველა საჭირო ნივთსა და სამოსს ბაზრობაზე შეიძენთ, მინიმუმ 200-ლარამდე ჯდება. მაგრამ თუ მოთხოვნა ბრენდულ სამოსსა და სასკოლო აქსესუარებზე გაქვთ, ამ შემთხვევაში შვილის სასკოლოდ მომზადება 300- 400 ლარი დაგიჯდებათ. არჩევანისა და შესაძლებლობის თავისუფლება საფულის სისქეზე გადის, რადგან ბაზრობებსა თუ სხვადსხვა სავაჭრო ცენტრებში ამგვარი ტიპის საქონელის არჩევანი მრავალფეროვანი, მრავალფერიანი და მრავალფასიანია.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური