რა მოგვცა ზოგადი უნარების სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან ამოღებამ? – სოფიო გორგოძის პასუხი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დღეს 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა. ყველა საკითხზე, რასაც ცენტრის ხელმძღვანელი შეეხო EDU.ARIS.GE-ს მკითხველი დეტალურად ინფორმირებულია, თუმცა დაისვა კითხვა აბიტურიენტების განვითარების შესახებ ზოგადი უნარების, როგორც ძირითადი საგნის ამოღების ჭრილში. რა მოგვცა აღნიშნულმა, შეიცვალა თუ არა შედეგები გაუმჯობესებისკენ ან პირიქით?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
“ზოგადი უნარები როცა გადავიდა არასავალდებულო საგანთა ნუსხაში, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მათემატიკა შემოვიდა ერთ-ერთ სავალდებულო საგნად. შესაბამისად, მათემატიკაც რომ ჩაებარებინა სავალდებულოდ აბიტურიენტს, ვთქვათ ტექნიკური მიმართულებით, და კიდევ ზოგადი უნარები, რომელსაც ასევე მათემატიკის და წიგნიერების ნაწილი ჰქონდა, უკვე, ფაქტობრივად, ზედმეტი იყო და ამიტომ გადავიტანეთ ის არასავალდებულო საგნების ნაწილში. … ვერბალური ნაწილი და ლოგიკა წაკითხულის გააზრებით და სხვა საგნებითაც მოწმდება, ამიტომ, გარკვეულწილად, მისი სავალდებულოობა აღარ იყო აუცილებელი.
თუმცა იმ კუთხით, რამე შეცვალა, გააუმჯობესა, გააუარესა… რეალურად, ბოლო ორ, სამ წელს თუ გადავხედავთ, აი აქ განსაკუთრებული ცვლილებები, ან ჩაჭრილების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ან რომელიმე საგანში განსაკუთრებით თუ უჭირთ ამის მიხედვით, განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. ანუ, როგორც წესი, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები უფრო ერთულებათ ვიდრე სხვა მიმართულებები, ასე იკვეთება წლების განმავლობაში და წელსაც ასე იყო”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება