ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ახალი მუხლი დაემატა, რომლის თაობაზეც ინფორმირებული უნდა იყს როგორც აღსაზრდელის მშობელი, ასევე სკოლამდელი განათლების მიმწოდებელი უწყება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, მის თანახმად დადგენილი მოთხოვნების დაცვა კანონის ამოქმედების შემდეგ მოეთხოვებათ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც და ცვლილებები შედის შესაბამის კანონებშიც.
აკრძალვა, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს მუხლის სახით დაემატა ასე ჟღერს:
“დაუშვებელია დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა, რასაც ხელისუფლებამ “არათანმიმდევრულობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი” უწოდა.
ასევე იხილეთ:
რა ჩაითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად – ცვლილება ბავშვის უფლებათა კოდექსში
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება