განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას ძალიან ამბიციური ამოცანები აქვს და მათ შორის არის განათლების მიმართულების თემაც. კერძოდ, საუბარია ახალი სტუდენტური კამპუსების შესახებ.
აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ განახლებულ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას დაახლოებით ერთ თვეში წარმოადგენენ.
“ჩვენ, ოთხი წლის თავზე, განვითარების საერთოდ სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენ მიერ დაანონსებული – საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. საუბარია სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცემს იმის საშუალებას, რომ უშუალოდ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში და შესაბამის გარემოში. ეს მიცემს მათ საკუთარი ინტერესების სრულიად სხვაგვარად რეალიზების საშუალებას, და, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება დაეთმობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს არც სასკოლო კვების პროექტი უხსენებია და არც უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი.
ასევე იხილეთ:
„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება