GE

რა პრინციპით შეირჩევიან სკოლები და ორგანიზაციები, რომელთაც პედაგოგებისთვის ტრენინგების შეთავაზება შეეძლებათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაიწყო. მასწავლებლებს მათთვის საინტერესო პროფესიული განვითარების კურსებს, პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორის ტრენინგებს, ახლო მომავალში უნივერსიტეტები, სკოლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შესთავაზებენ. სიახლის განხორციელება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ უკვე დაიწყო და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის რეგისტრაცია გამოაცხადა.

რა პირინციპით შეირჩევიან პროვაიდერი ორგანიზაციები და რა ვადებში მოხდება პროფესიული განვითარების პროცესის დეცენტრალიზაცია? ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ესაუბრა.

ბატონო გიორგი, რა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე, პროფესიული განვითარების ახალ სისტემაზე გადასასვლელად?

ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, საგნობრივი ასოციაციებისთვის და გავეცით მიზნობრივი გრანტი. გამარჯვებული გახდა ოთხი ორგანიზაცია: „ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია“, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“, „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“ და „ასოციაცია-ბიო“. პროექტი გულისხმობს ასოციაციების ჩართვას საგნობრივი და პედაგოგის სტანდარტების განხილვაში. ერთი თვის მანძილზე ასოციაციები ჩაატარებენ საჯარო განხილვებს, ფოკუს-ჯგუფებს, განახორციელონ სამაგიდო კვლევებს, მოამზადებენ კვლევის ანგარიშს, რის შემდეგ მოგვაწვდიან რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტის განახლება. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ყველა საგნის ასოციაცია ვერ ჩაერთო და ყველა საგანში არც გვყავს ასოციაციები. იმედია, რომ შემდეგ ეტაპებზე მოვიცავთ, ყველა საგანის ასოციაციას და აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ახალი ასოციაციების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა.

დეცენტრალიზაციის პროცესზე რომ გვითხრათ, ცენტრმა უვე გამოაცხადა რეგისტრაცია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვს ჩაერთონ პროფესიული განვითარების პროგრამების მიწოდებაში. ჩამონათვალში სკოლებიცაა ნახსენები, რა პრინციპით შეირჩევიან ისინი? 

-ყველა იურიდიულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს ცენტრის ვებ-გვერდზე, რომელსაც აქვს სერვისების მიწოდების გამოცდილება, კერძოდ პროფესიული განვითარების პროგრამების კურსების განხორციელებაში. პროგრამებში მოიაზრება არა მარტო ტრენინგი, არამედ მთლიანად ის კურსები, რომელიც მიმართულია პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის: სემინარები, მასტერკლასები, სხვადასხვა სახის და სხვადასხვა პერიოდის კურსები. ვიმედოვნებთ რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უმაღლესი სასწავლებლები, არასამთვრობო ორგანიზაციები და სკოლები. ზოგადად ჩვენი ხედვაა სკოლებს თავად შეეძლოთ  თავიანთი მასწავლებლებისთვის  პროფესიული განვითარების კურსების შეთავაზება. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აქამდე. ჯერ-ჯერობით ცენტრალიზებულად კეთდება ეს ყველაფერი. სკოლაც უნდა მომზადდეს და იქ გაჩნდეს შესაძლელობა, რომ ქონდეს პროფესიული პროგრამების განხორციელების უნარი.

თუკი ტრენინგებს და პროფესიულ პროგრამებს სხვა ორგანიზაციები გადაიბარებენ, ხომ არ ნიშავს რომ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი“ შეწყვეტს ამ სერვისების მიწოდებას?

–რეგისტრაციის პროცესი არის პირველი ნაბიჯი. პირველ ეტაზე გვინდა შევისწავლოთ ვინ არის მსურველი ამ ბაზარზე შემოსვლის და ვის რა შესაძლებლობები აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ცენტრი თავს ანებებს ამ მიმართულებით საქმიანობას, რაც უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა იქნება, უკეთესია. ცენტრი ვერ იქნება პროვაიდერების კონკურენტი. „მასწავლებლთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი“ პირველ რიგში იქნება მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე და მარეგულირებელი სუბიექტი. ცენტრი შეავსებს ცარიელ ადგილს რაც გაჩნდება. მაგალითად თუ რომელიმე რეგიონში, რომელიმე მიმართულებით არ გვეყოლება პროვაიდერი, ცენტრი გააგრძელებს საქმიანობას. იქ სადაც შეიძლება შემოვიდეს რამდენიმე პროვაიდერი და ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარანი გარემო, ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს.  ამ სისტემაზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად.

რა გახდა დეცნტრალიზაცის პროცესის დაწყების მიზეზი? რა შეიცვლება ამით პედაგოგებისთვის, გახდება თუ არა მათთვის პროფესიული განვითრების სერვსები უფრო ხელმისაწვდომი?

–ამ ცლილებების ძირითადი მიზეზია ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ხშირ შემთვევაში ცენტრალიზებული სისტემა არ ნიშნავს კარგ ხარიხს. ჩვენი შექმნილი პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, თუმცა ჩვენ გვინდა რომ არანაკლები ხარისხი ჰქონდეს გარე პროვაიდერსაც. რაც უფრო მრავალფეროვანი და მეტი პროვაიდერი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სასარგებლო იქნება პროფესიული განვითარების პროგრამების დახვეწისთვის. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ამ ეტაპზე ცენტრის სერვისები ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია, თუმცა რაოდენობა ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავს. კიდევ ბევრია სამუშაო, როგროც ცენტრის პროგრამების მიმართულებით, ასევე გარეთ გატანილი რესურსების მხრივ. ჩვენ შევისწავლით სიტუაციას, დავგეგმავთ, არ გვინდა იგივე შეცდომები დავუშვათ რაც წარსულში. ადრეც იყო მცდელობა ამ სერვისების გატანის, ე.წ ვაუჩერული სისტემით. მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ ამ სისტემამ არ იმუშავა, ის მთლიანად ცენტრალიზებული გახდა. ჩვენ არ გვინდა რომ არასწორი ქმედებით ჩრდილი მივაყენოთ ამ პროცესს. იქნება  ძალიან დიდი აპრობაციის კომპონენტი,  შედეგების შესწავლა და შემდეგ ამის მიხედვით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა . ასე რომ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

რა ვადებში ფიქრობთ ამ ცვლილებების განხორციელებას?

–წლევანდელი წელი ჩავთვალოთ, რომ არის აპრობაციის წელი და ჩვენ მოვსინჯავთ  რამდენიმე ვარიანტს, სერვისების გატანის პროცესში გამოვიყენებთ, როგორც შესყიდვების წესს, ასევე გრანტის გაცემის წესს. მაქსიმალურად ვეცდებით, ყოველ კონკრეტულ კონკურსზე გავითვალისწინოთ პროვაიდერების ინტერესები. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, რომ სისტემა მორგებული იყოს თითოეული მასწავლებლის საჭიროებას. ზუსტ ვადებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, თუმცა ვეცდებით, ეს პროცესები უმოკლეს ვადებში განხორციელდეს. იურიდიული პროცედურების დაცვა აუცილებელია, ვეცდებით, რომ წელს რამდენიმე მიმართულებით მაინც გამოვაცხადოთ გარე პროვადერებისთვის კონკურსი.

რა სტატუსი მიენიჭება ორგანიზაციას, რომელიც თქვენგან პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლებას მოიპვებს?

–სტატუსი როგორც ასეთი არ მიენიჭება. ფაქტობრივად პროვაიდერები ჩვენთან რეგისტრაციით გაივლიან ე.წ აკრედიტაციას. ჩვენ შევისწავლით მათ შესაძლებლობებს და მივცემთ ცენტრის მიერ დაფინანსებული პროგრამების განხორციელების უფლებას. კონკურსის წესით შეირჩევიან ის პროვაიდერები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით განახორციელებენ პროფესიული განვითარების პროგრამებს და ამ პროცესში მოდულებსაც წარმოადგენენ. ძირითადად განვახოციელებთ ისეთ პროგრამებს, რომლებშიც პედაგოგებს მიეცემათ კრედიტ-ქულები, თუმცა შესაძლოა იყოს ისეთი პროგრამა, რომელშიც კრედიტ-ქულები არ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ დაფინანსდება. ცენტრი ასევე განიხილავს და დაამტკიცებს იმ პროგრამებს, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ, ამ პროექტების ფარგლებში ასევე განხილული იქნება პედაგოგებისთვის კრედიტების მინიჭების საკითხი.

მასწავლებლის სახლი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას აცხადებს

რა სიახლეების ინიცირებას და დანერგვას გეგმავს მასწავლებლის სახლი 2017 წელს – ინტერვიუ გიორგი მაჩაბელთან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური