რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე II დღეს
2020 წლის აბიტურიენტების ნაწილი დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებს. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ამბობენ რომ მე-2 ვარიანტი წერეს. მათი თქმით ტესტი არც ისე რთული იყო და ჩვენთან საუბარში საკითხების გახსენებაც დეტალურად შეძლეს:
ლაშა ქვრივიძე, ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “რედაქტირების ტექსტი იყო ასეთი: პირსინგი გავრცელებული იყო ძველ სამყაროში ეგვიპტესა და აცტეკების ტომებში და დასავლური კულტურისთვის დიდად ცნობილი არ იყო ეს ყველაფერი. პანკების მოძრაობამ ეს ყველაფერი შემოიტანა 70-იან წლებში დასავლეთში. ბოლო აბზაცში ეწერა: მართალია დღევანდელ დღეს მას აქსესუარის და სამკაულის მნიშვნელობა აქვს შეძენილი, მაგრამ სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არისო. შეცდომები უფრო სასვენ ნიშნებში იყო. ლიტერატურაში პროგრამული ნაწილი ავირჩიე ავთანდილის და ასმათის დიალოგი, პირველი შეხვედრა რომაა ავთანდილი რომ ცდილობს რამე ათქმევინოს ასმათსს უცხო მოყმის შესახებ, სადღაც 9 სტროფია. რაც შეეხება ესეს, თემა იყო ახალი თაობა უფრო მეტად ღელავს სოციალური უთანასწორობის პრობლემებზე თუ წინა თაობა. გარემოს რაც შეეხება მინდა ვთქვა რომ აბიტუროენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყო, იქნებოდა ეა ხელების დამუშავება თუ ნივთების შენახვა.”
აბიტურიენტი 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “პროგრამული საკითხებიდან იყო “ვეფხისტყაოსანი”, არაპროგრამულიდან კი თამაზ ჭილაძის მოთხრობა და ეს ბოლო დავწერე. დიალოგები იყო და თემა სიყვარულს ეხებოდა. რედაქტირების ტექსტი იყო ინდოელებზე. რაც შეეხება ესეს, მისი თემა იყო ახალი თაობის და ძველი თაობის შედარება, განსხვავდებიან თუ არა ეს თაობები ერთმანეთისგან. ვფიქრობ, არ იყო რთული გამოცდა და თავი კარგად გავართვი, გარემოც შესანიშნავი იყო. იმ სექტორში სადაც, მე ვიყავი კონდიციონერი ჩართული არ იყო, მაგრამ არ ცხელოდა ფანჯრიდან გრილი სიო შემოდიოდა.”
ანი ლოლაძე, ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,,გუშინ ბევრად მარტივი იყო, მაგრამ არც ეს ვარიანტი გამჭირვებია, ესსე იყო ორაზროვანი – სოციალური უთანასწორობა ახლანდელ თაობას უფრო აწუხებს თუ ძველს. თემა იყო თამაზ ჭილაძის ,,გასეირნება პონის ეტლით” და “ვეფხისტყაოსნიდან” იყო ავთანდილისა და ასმათის დიალოგიდან მონაკვეთი. ტექსტის რედაქტირება იყო უმარტივესი ძველ ეგვიპტეზე და პირსინგებზე. გარემო იყო ძალიან კარგი, თბილი. მე პირადად პირბადე მეკეთა.”
თორნიკე ტატუნშვილი, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ვაფხისტყაოსანი” იყო და თამაზ ჭილაძის მოთხრობა სიყვარულზე, არც წამიკითხავს, სიმართლე გითხრათ. რედაქტირება არც ისე ადვილი იყო.ძირითადად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი, წინადადებები დასალაგებელი, სიტყვები ეწერა არასწორად, ბარბარიზმები და ა.შ. ისე, ნორმალური სიტუაციაა, იყო სიგრილე, სიწყნარე.”
ანა, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. აი, მართლა ძალიან თბილი პერსონალი. მე რაღაც პრობლემაც შემექმნა და დამეხმარნენ. კერძოდ, როცა ვწერდი ადგილი არ მეყო და ფურცელი შემიცვალეს. პირბადის ჩამოწევა და მოხსნა ჩვეულებრივ შეგეძლო. კონდიციონერი არ იყო ჩართული, მაგრამ არ ცხელოდა. ფანჯრები ღია იყო. თემებს რაც შეეხება, “ვეფხისტყაოსანი” რომ დავინახე, მაშინვე ეგ დავწერე. მეორე რა იყო, აღარც წამიკითხავს. რედაქტირებაც მარტივი იყო, ბევრი შეცდომა იყი, ყველანაირი შეცდომა. წინა წლების ტესტებთან შედარებით მართლა უფრო მარტივი იყო. არ ვიცი რატომ, შეიძლება ამ კორონავირუსის გამო.”
გიორგი თოლორდავა, ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა: ,,ტექსტის რედაქტირება გავაკეთე, სიმართლე გითხრათ ტექსტის შინაარსი არ მახსოვს. ასევე გავაკეთე ესე, რომელიც სოციალურ თემატიკას ეხებოდა, თანასწორობის შესახებ იყო – რომელს უფრო აღელვებს ეს საკითხი ჩვენს თაობას თუ უფროსების თაობას. ტექსტის ანალიზი ,,ვეფხისტყაოსნიდან” იყო. წესით, ბარიერი უნდა გადავლახო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მინდა მოხვედრა ინფორმატიკის ფაკულტეტზე. სიტუაცია საგამოცდო ოთახში ნორმალური იყო რა, არც ცხელოდა და არც ციოდა, ჩვენს ნაკადში მხოლოდ 3 ბავშვი არ გამოცხადდა გამოცდაზე.”
ანა ჯინჭველაშვილი, ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა: “მოცემული ორი თემიდან მე ერთ-ერთი ამოვარჩიე, რომელიც ადამიანთა თანასწორობას ეხებოდა. ასევე იყო თხზულება ” გასეირნება ეტლით” და ესეც დავწერე. რაც შეეხება რედაქტირების ნაწილს ესეც მარტივი იყო. ზოგადად გამოცდას მეტად რთულს ველოდი. ფაქტობრივად ყველაფერი პროგრამული იყო.”
ინფორმაციისთვის, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ყოველ წელს კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ათობით მსჯავრდებული გადის. დღეს ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ექვსი მსჯავრდებული აბარებს.
აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თითო სესიად ჩატარდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გასწორებისას გამოცდების ცენტრი ნაშრომებს 6-ვარიანტად დაყოფს ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება