GE

რა შედეგებზე უნდა გაიყვანოს მასწავლებელმა მოსწავლე ქართულში დაწყებითიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით – ცვლილება ესგ–ში

ეროვნულ სასავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, განათლების სამინისტრო თოთოეულ საგანში იმ შედეგებსა და სტანტარტებს განსაზღვრავს, რომელსაც მოსწავლე პირველი კლასიდან დაწყებული საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ უნდა აკმაყოფილებდეს.

  • სამინისტროს მიერ ქართულ ენასა და ლიტარატურაში I-IVკლასებისთვის განსაზღვრული სტანდარტი:

IV კლასის ბოლოს მოსწავლეს შემდეგი შედეგებისთვის უნდა ჰქონდეს მიღწეული: 

ზეპირმეტყველებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს: სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა; პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა; ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა; ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

კითხვის მიმართულებით მოსწავლემ უნდა შეძლოს: გაწაფულად კითხვა; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება; მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით; წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება; კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

წერის მიმართულებით მოსწავლემ უნდა შეძლოს:  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე; ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა; წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  • ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის შედეგები V-VI კლასებისთვის:

ზეპირმეტყველებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს: სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე); სათანადო ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და ადეკვატურად გამოყენება; ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

კითხვისას მოსწავლეს უნდა შეეძლოს: სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა, გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით; წაკითხული ტექსტების ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტების მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკური და სემანტიკური მახასიათებლების, სტრუქტურულ-კომპოზიციური ელემენტებისა და ენობრივ-გამომსახველობითი ფორმების ამოცნობა; კითხვის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

წერისას მოსწავლეს უნდა შეეძლოს: ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა; ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა; წერის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  • ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის შედეგები VII-IX კლასებისთვის:

 მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის გაგება-გაანალიზება: ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება; ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა; ტექსტის კომპოზიციური ელემენტების გააზრება მთლიანი ტექსტის ფარგლებში; ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით.

მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოდნისა და იდეების გაზიარება: ტექსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროსა თუ სივრცეში გადანაცვლებით); ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ტექსტების შედარება და მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე; საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება; სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).

მოსწავლემ უნდა შეძლოს ენობრივი და სტრუქტურული მახასიათებლების გამოეყენება: ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს); სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული მიზნით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).

მოსწავლემ უნდა შეძლოს სტრატეგიის გამოყენება: ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატურად გამოყენება; სწავლის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება მიზანშეწონილობისა დაეფექტურობის თვალსაზრისით.

რა ხანგრძლივობის გაკვეთილები იქნება სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლიდან კლასების მიხედვით

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური