რა ხანგრძლივობის გაკვეთილები იქნება სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლიდან კლასების მიხედვით
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორცილებული ცვლილებების საფუძველზე სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობის განახლებული პრინციპი დადგინდა. გარდა ამისა, განისაზღვრა გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირებისა და გაზრდის პრინციპი.
- საჯარო სკოლაში III- XII კლსაებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება;
- I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთით განისაზღვრა;
- II კლასელ მოსწავლეებს გაკვეთილზე ჯდომა 40 წუთის განმავლობაში მოუწევთ.
გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;
ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.
ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები.
„შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დაპირებული შემცირების ნაცვლად, მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება