„რა უპირატესობით ვსარგებლობ, როცა დიპლომში მიწერია „პედაგოგი?“ – განმარტება საგნის გამოცდაზე გასვლის მსურველებს
„მაინტერესებს როცა დიპლომში მიწერია პედაგოგი, რა უპირატესობით ვსარგებლობ? როცა საგნის გამოცდას ჩავაბარებ და თანაც დიპლომში პედაგოგი მიწერია, 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა შემდგომ აუცილებელია?“ – ამ კითხვით EDU.ARIS.GE-ს საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველმა მიმართა.
განმარტება დღეს ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მივიღეთ სადაც გვითხრეს, რომ განათლების სამინისტროს დადგენილების მიხედვით, საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რაც ტესტის 60%-ზე მეტის დაძლევას და 10 კრედიტის მოპოვებას გულისხმობს, პირს აქვს უფლება მაშინვე დაიწყოს მუშაობა მასწავლებლად.
„სკოლაში ხელშეკრულების გამოფრმებისას, საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მისწეროს წერილი განათლების სამინისტროს – მასწვლებლის სტატუსის განსაზღვირს თაობაზე. ის ადამიანები – კი ვისაც დიპლომში უწერიათ – პედაგოგი – უფროსი მასწავლებლის სტატუსს ავტომატურად მიიღებენ და 60 კრედიტიანი პროგრამის, იგივე პედაგოგიკის გავლა აღარ მოუწევთ“, – განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების არმქონე ხელოვანებს სკოლაში სწავლების უფლება დაუკანონდათ
მოამზადა თეკლა ტაბატაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება