რა ვადით გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი? – პასუხი 2024 წლის აბიტურიენტებს
სასწავლო გრანტი სახელმწიფოსგან გარკვეული ვადით გაიცემა თუ მთლიანი სასწავლო პროცესისთვის? – ასე ჟღერდა 2024 წლის აბიტურიენტის კითხვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ, რომელიც აპრილში გამართული ღია კარის დღის ფარგლებში დაისვა.
შეკითხვას გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა და სხვადასხვა მიმართულებები განმარტა:
“4-წლიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ჩვეულებრივ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ხუთწლიანი სასწავლო გრანტი გაიცემა დიპლომირებულ სტომატოლოგზე, ვეტერინარიაზე და მასწავლებელთა ხუთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო) და ექვსწლიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა დიპლომირებულ მედიკოსზე”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.
რაც შეეხება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ერთწლიანია და ამ ერთი წლის შემდგომ, სტუდენტს მიღებული გრანტი მიჰყვება იმდენი წლის განმავლობაში, რამდენიც საჭიროა იმ პროგრამაზე სწავლისათვის, სადაც ის სწავლას განაგრძობს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე