GE

რა ვალდებულებები ექნება სპეცმასწავლებელს თუ წამყვანის სტატუსს მოიპოვებს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებაში (№174/ნ) შეტანილი ცვლილების თანახმად, სკოლაში დასაქმების შემთხვევაში, სპეციალურ მასწავლებელთან შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს, ესენია:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;
ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;
გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

იმ შემთხვევაში თუ სკოლა წამყვან სპეციალურ მასწავლებელს ხელშეკრულებას გაუფორომებს, მას გარკვეული სავალდებულო ფუნქციების შესრულება მოუხდება.

„წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი: ა) მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში; ბ) სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება ან/და ინტერვიუს წარმოება; გ) სასწავლო გარემოს შეფასება; დ) დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში; ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა; ვ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება; ზ) მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა; თ) ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მიზნით; ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი განვითარების და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისათვის; კ) საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ლ) პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიო მასალები პროფესიულ განვითარებაზე“,- ვკითხულობთ განათლების მინისტრის ბრძანებაში.

ცვლილებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეცვლილი სქემა ძალაში შევიდა – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური