რა წავაკითხოთ 10-11 წლის ბავშვებს – ლიტერატურული რეკომენდაცია საგანმანათლებლო საზოგადოებისგან
„რა წავაკითხო 10-11 წლის ბავშვებს?“ – 23 დეკემბერს დასმულ ამ კითხვას პასუხობენ საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები და მშობლები.
რჩევები კი ასეთია:
ნინო ფიროსმანაშვილის რეკომენდაციები: ლადო მრელაშვილის -“იყალთოელი ბიჭები”, მარკ ტვენის- “ტომ სოიერის თავგადასავალი”, “ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი”, “უფლისწული და მათხოვარი”, ჯეიმს კრუსის -“თიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი”, ივანე ურჯუმელაშვილის- “სამხრეთის ვარსკვლავი”. ჟიულ ვერნი, დიუმა, მაინ რიდი, არტურ კონან დოილის -“შერლოკ ჰოლმსი”.
თინათინ თათოშვილის რეკომენდაციები: რევაზ ინანიშვილის, ან გიორგი ლეონიძის მოთხრობები; ჟიულ ვერნი, ან მაინ რიდიც კარგია.
მზია ჯიმშიტაშვილის რეკომენდაციები: “ბიძია თომას ქოხი”, “უსახლკარო”, “სალამურას თავგადასავალი”, “პოლიანა”, და ა. შ.
ნონა ხიხაძის რეკომენდაციები: გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები, დიდებსაც კი უნდა წააკითხო, ისეთია.
ეკა ცხადაიას რეკომენდაციები: ასტრიდ ლინდგრენის ნებისმიერი- “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”, “ძმები ლომგულები”, “ჩვენ სალკროკელები ვართ,” “ბულერბიელი ბავშვები”.
ასევე იხილეთ:
წიგნები, რომლებსაც თქვენი შვილი ვერ მოწყდება – სია გათვლილია 3–15 წლამდე
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება