რა ხელის შემშლელი ფაქტორები აქვთ მასწავლებლებს საქართველოში რომ პროფესიულად განვითარდნენ – კვლევის შედეგი
პროფესიულ განვითარების აქტივობებში მასწავლებლის ჩართულობის უკეთ შესასწავლად TALIS (სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე), იკვლევს მათი მონაწილეობის ხელის შემშლელ ფაქტორებს. ეს ფაქტორებია: შესაბამისი წინაპირობის უქონლობა (მაგ., კვალიფიკაცია, გამოცდილება, ასაკი), პროფესიული განვითარების სიძვირე და ნაკლები ხელმისაწვდომობა, არასაკმარისი მხარდაჭერა დამსაქმებლებისაგან, გადატვირთული სამუშაო განრიგი, დროის დეფიციტი ოჯახური ვალდებულებების გამო, შეთავაზებული პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეუსაბამობა მის საჭიროებებთან დაასევე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონაწილეობისათვის მოტივაციის, სტიმულის არარსებობა.
კვლევის ანგარიშში, რომელიც უახლეს მონაცემებს ასახავს ნაჩვენებია, რომ საქართველოში პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის ხელის შემშლელ პირობებს შორის ყველაზე გავრცელებულია ასეთ აქტივობებში მონაწილეობის წამახალისებელი პირობების არარსებობა.
კერძოდ, გამოკითხულ მასწავლებელთა თითქმის 36%-ს მიაჩნია, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც აფერხებს მათ მონაწილეობას პროფესიული განვითარების აქტივობებში. ასევე თვალშისაცემია საკმაოდ მაღალი წილი იმ მასწავლებლებისა, რომლებისთვისაც პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა ზედმეტად ძვირია. ასეთი მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებელი არ არის დაბალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი უფასო პროფესიული განვითარების ღონისძიებები. მათ შორისაა მთლიანად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და სახელმწიფოს და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროფესიული განვითარების აქტივობები. ყველაზე დაბალია იმ მასწავლებელთა წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობაში ხელს უშლის თავიანთი დაბალი კვალიფიკაცია.
პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის ხელის შემშლელი პირობების პროცენტული განაწილება მასწავლებელთაპასუხების მიხედვით:
კვლევის ფარგლებში დადგინდა მონაწილეების საშუალო მაჩვენებლებით პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის ხელის შემშლელ პირობებთან მიმართებით. აღმოჩნდა, რომ ისევე როგორც საქართველოს მასწავლებლების შემთხვევაში, TALIS-ის საშუალო მონაცემების მიხედვითაც, ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს არასაკმარის კვალიფიკაციას, როგორც ბარიერს მასწავლებელბისთვის, ისარგებლონ შეთავაზებული აქტივობებით. ეს მაჩვენებელი (12%) ოდნავ 35.7% 27.7% 23.7% 20.3% 18.8% 12.5% 9.7% არ არსებობს ასეთ აქტივობებში მონაწილეობის წამახალისებელი პირობები პროფესიული განვითარება ზედმეტად ძვირია/არ არის ხელმისაწვდომი არ შემოუთავაზებიათ ჩემთვის შესაფერისი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები სამუშაო განრიგი ხელს მიშლის, ჩავერთო პროფესიულ განვითარებაში არ მაქვს დრო ჩემი ოჯახური ვალდებულებების გამო არ მაქვს საკმარისი მხარდაჭერა დამსაქმებლისგან არ მაქვს საკმარისი წინაპირობა (მაგ., კვალიფიკაცია, გამოცდილება, ასაკი) – 75 – TALIS 2018 აღემატება საქართველოს შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის ამ თვალსაზრისით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ სამხრეთ კორეასა და იაპონიას. სამხრეთ კორეელი მასწავლებლების 40%-ზე მეტი და იაპონელი მასწავლებლების 30%-ზე მეტი აღიარებს, რომ პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობაში მათ ხელს უშლის არასაკმარისი კვალიფიკაცია. ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლიტვას. ამ ქვეყნის მასწავლებლების მხოლოდ 3%-ზე ნაკლები მიიჩნევს, რომ მათი დაბალი კვალიფიკაციაა ხელის შემშლელი ფაქტორი პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე დაბალია კანადის, ნიდერლანდების სამეფოსა და ფინეთის პროცენტული მაჩვენებლები.
პროფესიული განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორები:
აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეების საშუალო მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება საქართველოს შესაბამის მაჩვენებლებს ისეთ ხელის შემშლელ ფაქტორებში, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების აქტივობების სიძვირე – 43%, დამსაქმებლის არასაკმარისი მხარდაჭერა – 32.4%, სამუშაო განრიგის შეუთავსებლობა – 52.5%, ოჯახური ვალდებულებები – 37.6%, აქტივობების შეუსაბამობა საჭიროებებთან – 36.3% და წამახალისებელი პირობების არარსებობა – 48.6%.
პროფესიული განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებთან დაკავშირებული პროცენტული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა TALIS-ის 2013 წლის კვლევის შემდეგ.
პროფესიული განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორები წლების მიხედვით:
ამ გრაფიკიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესება პროფესიული განვითარების ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. თუ 2013 წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, მასწავლებელთა 44%-ზე მეტს მიაჩნდა, რომ პროფესიული განვითარება ზედმეტად ძვირია, 2018 წლის მონაცემებით, ასეთი მასწავლებლების წილი 27.7%-მდე შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა პროფესიული განვითარების ღონისძიებების მასწავლებლების საჭიროებებთან მორგების, მასწავლებლის სამუშაო განრიგის მოქნილობისა და ოჯახური პირობების თვალსაზრისით.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის ხელშემშლელი პირობების პროცენტული განაწილება განსხვავებულია კვლევაში მონაწილე მასწავლებლების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. კერძოდ, 25 წელზე ნაკლები ასაკის მასწავლებლების დიდი უმრავლესობა ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებს წამახალისებელი პირობების არარსებობას. თუმცა, ასევე ძალზე მაღალია (47.5%) იმ მასწავლებლების წილი, რომელთათვისაც ბარიერს წარმოადგენს საკმარისი წინაპირობის (მაგ., კვალიფიკაციის, გამოცდილების ან ასაკის) არარსებობა.
25-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის მასწავლებლებშიც მაღალია მათი წილი, ვინც წამახალისებელი პირობების არარსებობას ასახელებს ხელის შემშლელ ბარიერად, მაგრამ გაცილებით ნაკლებია იმ მონაწილეთა წილი, რომლებიც ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებენ საკმარისი წინაპირობის არარსებობას.
პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ხელის შემშლელი პირობების მხრივ, კერძო და საჯარო სკოლის წარმომადგენლებს შორის მკვეთრი განსხვავება გამოიკვეთა შემდეგ ფაქტორებში:
პროფესიული განვითარების ხელის შემშლელი პირობები სკოლის ტიპის მიხედვით:
როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, იმ მასწავლებლების წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პროფესიული განვითარება მათთვის ზედმეტად ძვირია, კერძო სკოლების მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ აღემატება საჯარო სკოლების შესაბამის მაჩვენებელს. ეს შესაძლებელია აიხსნას იმით, რომ საქართველოში ჩატარებული ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებების უმეტესობა უფასოა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება