GE

რამდენი იქნება გრანტის მაქსიმალური ოდენობა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – დადგენილება

„2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, განისაზღვრა 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების მიხედვით:

გრანტის მაქსიმალური მოცულობა კი მოდულების (საგნების) მიხედვით ბრძანებაში ასე ჩამოყალიბდა:

ქართული ენა, ლიტერატურა 2150

მათემატიკა 2150

გეოგრაფია 2250

ისტორია 2150

ფიზიკა 2250

ბიოლოგია 2250

ბუნებისმეტყველება 2250

ქიმია 2250

სამოქალაქო განათლება 2250

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 1900

სპორტი 1850

ინგლისური ენა 2250

გერმანული ენა 2250

რუსული ენა 2250

ფრანგული ენა 2250

ქართული, როგორც მეორე ენა 2250

მუსიკა 2150

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 2200

ზოგადი განათლების I-IV კლასის მასწავლებელი 2250

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური