რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს თბილისის მერია 2021 წელს ბაგა-ბაღების თითოეულ აღსაზრდელზე
თბილისის საკრებულოში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში განათლების საკითხებს რამდენიმე თავი ეთმობა, მათ შორისაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ფარგლებში პროექტში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით 2021 წლის მანძილზე თბლისის მერია 129 170 100 ლარის დახარჯვას აპირებს, ეს მაჩვენებელი წინა წელს 113 285 500 ლარი იყო.
დოკუმენტის თანახმად, თბილისში მდებარე 185 საბავშვო ბაგა-ბაღში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 62 000- მდე აღსაზრდელი, 2021 წლისთვის კი იგეგმება, რომ ეს რიცხვი 64 000- მდე გაიზარდოს.
ბიუჯეტის პროექტში ასახულია ბაგა-ბაღების აშენების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის ხარჯები. ახალი ბაგა ბაღების მშენებლობაზე განსაზღვრულია 2,740,800.00 ლარი, ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების ადგილას ახლის მშენებლობისთვის – 6,406,600.00 ლარი. ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების გამაგრება/რეკონსტრუქციისთვის კი – 336,000.0 ლარი.
ფინანსურ დოკუმენტში ბაღებისთვის გასაცემი სუბსიდიების მუხლში განსაზღვრულია აღსაზრდელების ვაუჩერული დაფინანსების წესი და ოდენობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული 185 საბავშვო ბაგა-ბაღის 64 000-მდე აღსაზრდელთა დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით რომელიც გაიანგარიშება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 იანვრის განკარგულების მიხედვით.
ბაგა–ბაღებში თითოეულ ბავშვზე გათვლილი წლის ვაუჩერი, შემდეგი ოდენობით:
ა) 100-ის ჩათვლით ბავშვთა კონტიგენტის მქონე საბავშვო ბაგა-ბაღისათვის, თითოეულ ბავშვზე-1500 ლარი;
ბ) 101–დან 200–ის ჩათვლით ბავშვთა კონტიგენტის მქონე საბავშვო ბაგა-ბაღისათვის, პირველ 100 ბავშვზე 1500 ლარი ყოველ მომდევნო ბავშვზე 1200 ლარი;
გ) 201–დან 350–ის ჩათვლით ბავშვთა კონტიგენტის მქონე ბაღებისათვის პირველ 100 ბავშვზე –1500 ლარი, ხოლო 101–დან 200-ის ჩათვლით –1200 ლარი და 201-დან 350-ის ჩათვლით 900 ლარი.
დ) 351-დან 450-ის ჩათვლით პირველ 100 ბავშვზე –1500 ლარი, ხოლო 101–დან 200 ის ჩათვლით –1200 ლარი და 201-დან 350-ის ჩათვლით 900 ლარი, ხოლო 351-დან-450-ის ჩათვლით -800 ლარი;
ე) 451-დან ზევით ბავშვთა კონტიგენტის მქონე ბაღებისათვის პირველ 100 ბავშვზე –1500 ლარი, ხოლო 101–დან 200-ის ჩათვლით –1200 ლარი, ხოლო 201-დან 350-ის ჩათვლით 900 ლარი და 351-დან 450-ის ჩათვლით 800 ლარი , 451 ზევით 750 ლარი; ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ხარჯი (გაზრდილი ვაუჩერი) ჯამში განსაზღვრულია 127,521,000.00 ლარი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება