დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 13 აგვისტოს დადგენილებით, დამტკიცდა 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა.
2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 3,200,000 ლარის ოდენობით.
2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების მიხედვით:
“თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის დადგენილებაში.
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება
